2022 წლის ყველაზე პოპულარული სმარტფონები

2022 წლის ყველაზე პოპულარული სმარტფონები

2022 წლის ყველაზე პოპულარული სმარტფონები

თუკი მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მომავალ წელს,  შეგვიძლია ვიხილოთ OnePlus 10 Pro, Samsung Galaxy S22 Ultra და Galaxy S21 FE,ასევე, Apple-ის iPhone 14 Max და iPhone SE 3.

 

დიახ, ჯერ ისევ 2021 წელია და სულ რამდენიმე კვირა გვაშორებს ახალ წლამდე, მაგრამ, შეგვიძლია, უკვე გავიცნოთ 2022 წლის ყველაზე პოპულარული მობილური ტელეფონები.   2021-მა გვაჩუქა Google Pixel 6 და Apple iPhone 13, მაგრამ ჩვენ, აღფრთოვანებულები, მაინც მოუთმენლად ველით, თუ რას გვთავაზობს სმარტფონების სამყარო 2022 წელს.

მართლაც, მომავალი წლისთვის, ციფრულ სამყაროში, ბევრი სიახლე იგეგმება - მათ შორისაა Samsung-ისა და Apple-ის ბიუჯეტური ტელეფონები, რომლებიც შესაძლოა, წლის პირველ ნახევარში გამოვიდეს.  სტანდარტული iPhone-ის გიგანტური ახალი ვერსია და Samsung-ის ტელეფონი, რომელიც შეიძლება Galaxy Note-ის ნამდვილ მემკვიდრედ იქცეს, ასევე, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოჩნდება.

გადახედეთ სმარტფონებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ველით 2022 წელს, აქამდე გავრცელებული ჭორებისა და ანგარიშების საფუძველზე.

 

Apple iPhone SE 3

 

Apple-მა 400$-იანი ბიუჯეტის iPhone-ი, ოთხი წლის განმავლობაში, პირველად, 2020 წელს განაახლა, მაგრამ, როგორც ჩანს, მესამე თაობის მოდელoს გასაცნობად, ამდენ ხანს ლოდინი არ მოგვიწევს. ანალიტიკოს Ming-Chi Kuo-ს ცნობით, როგორც MacRumors-ი იტყობინება, iPhone SE 3 შეიძლება, 2022 წლის პირველ ნახევარში გამოვიდეს.

Nikkei Asian Review-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ის მიიღებს 5G მხარდაჭერას და გაზრდის მუშაობის დონეს, Apple-ის A15 Bionic ჩიპის წყალობით. ასევე, ამბობენ, რომ შემდეგი თაობის iPhone SE შეიძლება იყოს პირველი, რომელიც მიიღებს Face ID-ს (2020 iPhone SE-სა და 2016 წლის ვერსიას აქვთ Touch ID). წინააღმდეგობრივი მოსაზრებები ისმის იმის თაობაზეც, მიიღებს თუ არა შემდეგი iPhone SE რეტრო იერს.  

მეორე თაობის iPhone SE გამოირჩევა შესანიშნავი მუშაობის, ხელმისაწვდომობისა და პორტატულობის ბალანსით. აქამდე გავრცელებულ მოხსენებებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, Apple გეგმავს მისთვის უფრო თანამედროვე ფუნქციების მინიჭებას და იმედია, შეუნარჩუნებს იმ თვისებებს, რამაც იგი მიმზიდველად აქცია.

 

Apple iPhone 14 Max

iPhone 13 სულ რამდენიმე თვისაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ iPhone 14-ზე საუბრის დაწყება, ჯერ ძალიან ადრეა. ყველაზე დიდი განახლებები, რომელსაც მომავალი წლის ფლაგმანი iPhone-ისგან ველოდებით, ეხება კამერას, დიზაინსა და ეკრანის ზომას. მაგრამ, ეს არის iPhone 14 Max, რომელიც, როგორც ამბობენ, არის Apple-ის სტანდარტული, iPhone-ის შემდეგი თაობის სუპერ ზომის ვერსია. Apple-ის iPhone 14 Max, როგორც ჩანს, გამიზნული იქნება მათთვის, ვისაც სურს უფრო დიდი ეკრანი, მაგრამ სულაც არ აინტერესებს სხვა განახლებები, რომლებიც მოყვება Apple-ის Pro ხაზს. iPhone 14-ის ხაზი, სავარაუდოდ, სექტემბერში გამოვა, როგორც ეს ჩვეულებრივ, Apple-ის სმარტფონების მთავარ გამოშვებებში ხდება.

 

Samsung Galaxy S22 Ultra

თავისი ფართო ეკრანით და S-Pen-ის მხარდაჭერით, Galaxy S21 Ultra, არის ღირებული ალტერნატივა Galaxy Note-ის მოყვარულთათვის. ვარაუდობენ, რომ Galaxy S22 Ultra-ს, შეიძლება მოყვეს S-Pen-ის შესანახი სლოტი, რაც თავიდან აგაცილებთ მისი დაკარგვის შანსს. ჩაშენებული სლოტი, ასევე, მიგვანიშნებს იმაზე, რომ S-Pen შეიძლება მოთავსდეს ყუთში S22-თან ერთად,  ნაცვლად იმისა, რომ გაიყიდოს ცალკე, როგორც დამატებითი აქსესუარი.

ყოველივე ამის შემდეგ, იმ განახლებებზე დაყრდნობით, რომლებსაც Galaxy S22 Ultra-სგან ველით, შეიძლება, Galaxy Note-ის ერთგული მომხმარებლებისთვის, ან მათთვის, ვინც ეძებს სუპერ მძლავრი კამერის მქონე ტელეფონს, კიდევ უფრო დამაჯერებელი არჩევანი გახდეს.  სამსუნგი, როგორც წესი,  თავის ახალ Galaxy ხაზს იანვრიდან მარტამდე შუალედში გამოუშვებს.

Samsung Galaxy S21 FE

ახალი კორეული ვებსაიტის DDaily-ის ცნობით, სამსუნგი, მომდევნო თაობის მობილურის Galaxy S21 FE- ის გამოშვებას იანვარში გეგმავს.  თუმცა, თუ ეს მოხსენება სიმართლეა, ტელეფონი მხოლოდ ევროპაში იქნება ხელმისაწვდომი. ეს ზარალი იქნება აშშ-სთვის, სადაც Samsung-ი, არის მეორე უმსხვილესი სმარტფონების მწარმოებელი Apple-ის შემდეგ. რაც შეეხება იმას, თუ რას შეიძლება ველოდოთ Galaxy S21 FE-სგან, Samsung-ის შემდეგი საშუალო დონის ტელეფონს შეიძლება ჰქონდეს 6.4 დიუმიანი ეკრანი 2340 x 1080 გარჩევადობით და სამი კამერა, 32, 12 და 8 მეგაპიქსელიანი ლინზებით.

მოემზადეთ, 2022 წელი სმარტფონების მრავალფეროვან არჩევანს გპირდებათ. თუკი ჩამოთვლილთაგან უკვე შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სმარტი და თანხის შეგროვებაზე ფიქრიც დაიწყეთ, გაითვალისწინეთ, რომ telefonebi ganvadebit , სწრაფად და კომფორტულად,  შეგიძლიათ Citrus.ge-ზე შეიძინოთ.

 

შემოთავაზებები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია

სესხები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია
ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი

დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყველაზე სტაბილურ და პოპულარულ კრიპტოვალურ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი. აღნიშნული ვალუტით მიმდინარეობს ვაჭრო...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყოველდღიურობას და უამრავი ადამიანის ცხოვრებას.

...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულებრივ ემსახურებიან ყიდვა-გაყიდვას, მაგრამ მხოლოდ და...

გაგრძელება