Finpanda-ს დახმარებით ავტო ლიზინგი ძალიან მარტივია, გაეცანით დეტალურ ინფორმაციას თუ რას გთავაზობენ სხვადასხვა კომპანიები, შეადარეთ მათი ფასები და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება.
ავტო ლიზინგი ეს არის დაფინანსების წყარო, რომლითაც თქვენ საშუალება გეძლევათ შეიძინოთ ავტომობილი და აღებული სესხი დაფაროთ ნელ-ნელა, ყოველთვიურად. რაც ყველაზე მთავარია, ავტო ლიზინგის წყალობით თქვენ შეგიძლიათ მართოთ მანქანა მაშინაც კი, როდესაც სესხი ბოლომდე არ გაქვთ დაფარული, ან ახალი აღებული გაქვთ. ავტო ლიზინგი საქართველოში შედარებით ახალი სფეროა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ტიპის სესხით სარგებლობა ძალიან მარტივია და საფინანსო ორგანიზაციები სხვადასხვაგვარ სერვისებს გვთავაზობენ, მაგალითად, სესხის დაფარვის პირობებს კლიენტი ირჩევს ხშირ შემთხვევაში. კლიენტს შეუძლია სესხის პროცენტი დაფაროს ყოველთვიურად და ვადის ბოლოს გადაიხადოს თანხის ძირი, ან ერთდროულად დაფაროს ძირიც და პროცენტიც.
კრედიტის ოდენობა დამოკიდებულია მანქანის მარკაზე, წლოვანებასა და მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, ამ ყველაფერს კი სალიზინგო კომპანიებში მომუშავე პროფესიონალი შემფასებლები ადგენენ.
ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...
გაგრძელებაბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...
გაგრძელება