ავტო დაზღვევა

გააკეთეთ ავტო დაზღვევა Finpanda-ს დახმარებით, შეადარეთ სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიების შემოთავაზებები და მიიღეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება.

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

სესხები

ხშირად დასმული კითხვები

არსებობს ავტომობილის დაზღვევის სამი კატეგორია, ესენია: “Casco, MTPL და MPA.” ამ კატეგორიების მნიშვნელობები შეგიძლიათ ჩვენი საიტის ავტოდაზღვევის გვერდზე ნახოთ, ხოლო ავტომობილის დაზღვევის სრული ნაკრები წარმოადგენს სამივე კატეგორიას, რის შედეგადაც დაზღვეულია: მძღოლი, ავტომობილი, მგზავრ(ებ)ი და მესამე პირიც, ანუ თქვენ თუ ვინმეს დააზარალებთ.

თუ ავტოსაგზაო შემთხვევასთან არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ ზარალს სადაზღვევო აქტზე ხელის მოწერიდან არა უმეტეს ხუთ დღეში, ხოლო თუ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თანხა აგინაზღაურდებათ სისხლის სამართლის საქმის დასრულებისთანავე.

პირველ რიგში, თქვენ ვალდებული ხართ გამოიძახოთ საპატრულო პოლიცია და დარეკოთ სადაზღვევო კომპანიაში, რათა ამცნოთ შემთხვევის შესახებ, შემდეგ კი გაუგზავნოთ წერილობითი შეტყობინება ძალიან მალევე და წარუდგინოთ დოკუმენტები სადაზღვევო კომპანიას. წარსადგენი დოკუმენტაცია დამოკიდებულია სადაზღვევო კომპანიაზე.

ეს არის გარკვეული ოდენობის თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება კომპანიის მიერ. თითოეულ პაკეტს გააჩნია სხვადასხვა ფრანშიზის მოცულობა. იმ პაკეტებს, რომლებიც ძალიან იაფია, აქვთ მაღალი ფრანშიზა, ხოლო მაღალ გადასახად პაკეტებს ძალიან დაბალი ან საერთოდ არ აქვთ ფრანშიზა.

finpanda.com

ავტო დაზღვევის პოლისი გვთავაზობს ჩვენს საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფი ავტომობილის დაზღვევას ავარიებისგან, ბოროტგანზრახული შემთხვევებისგან, დააზღვიეთ ავტომობილი და იმგზავრეთ მშვიდად სტიქიური მოვლენებისგან, მინებისა და სარკეების დაზიანებისაგან და   საგნების ვარდნისგან. დააზღვიეთ ავტომობილი და იმგზავრეთ მშვიდად!   საქართველოში ავტო დაზღვევით მოსახლეობის მცირე ნაწილი სარგებლობს,  თუმცა ამ სერვისის მნიშვნელობას უფრო და უფრო მეტი ადამიანი იაზრებს და მოთხოვნაც დღითი დღე იზრდება.


ავტო დაზღვევის პოლისის მისაღებად მხოლოდ სამი რამ გჭირდებათ:

  • იყოთ სრულწლოვანი.
  • გქონდეთ საკუთარი ავტომობილი.
  • გაგაჩნდეთ მართვის მოწმობა

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ავტო დაზღვევა და რა რისკებისგან გვიცავს?

როგორც უკვე მოგახსენეთ, ავტო დაზღვევით სარგებლობის დროს თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში აგინაზღაურდებათ ხარჯები, მაგალითად, ხართ სამსახურში, თქვენი ავტო დაზღვევით სარგებლობის დროს თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში აგინაზღაურდებათ ხარჯებიავტომობილი გაჩერებულია ქუჩაში და სამსახურიდან გამოსვლისას ამჩნევთ, რომ თქვენ მანქანას გვერდზე აქვს „გასმული,“ რეკავთ თქვენ სადაზღვეო კომპანიაში და შემდგომ გინაზღაურდებათ ამ დაზიანებით გამოწვეული ხარჯები. კომპანია როგორც სხვა პირისგან ან სხვა მოვლენით გამოწვეულ ხარჯებს გინაზღაურებთ, ასევე გინაზღაურებთ ხარჯებს იმ შემთხვევაშიც, თუ კი თქვენ მოგივიდათ ავარია. მაგალითად, გეჩქარებათ და ცდილობთ საცობიდან თავის დაღწევას ან ეჯახებით სხვა მანქანას, ამ შემთხვევაშიც დამზღვევი კომპანია ვალდებულია აგინაზღაუროთ ხარჯები, ამგვარად, დამზღვევი კომპანიები გვთავაზობენ ზარალის ანაზღაურებას თუ კი მოხდა შემდეგი:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • სტიქიამ დააზიანა თქვენი ავტომობილი
  • ძარცვა/ქურდობა/ყაჩაღობა
  • სხვადასხვა საგნის დაცემა
  • უბედური შემთხვევები
  • ცალკეული აქსესუარების დაკარგვისა ან დაზიანების შემთხვევა.

 

მანქანის დაზღვევის სხვადასხვა პაკეტები

საქართველოში რამდენიმე სადაზღვეო კომპანია არსებობს, რომლებიც ავტო დაზღვევას გვთავაზობენ, თითოეულ მათგანს განსხვავებული პოლისი და ფასი აქვს. მაგრამ კატეგორიებს, თუ რითი ხასიათდებიან ეს პოლისები, ამ პარაგრაფში გაჩვენებთ.

„Casco“ პოლისი  

მანქანის დაზღვევა, რომელიც მხოლოდ თქვენ ავტომობილს აზღვევს და მისი ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში, ზიანის თანხის განსაზღვრა ხდება აღდგენითი ღირებულების ოდენობით.

 „MPA“ პლისი

მოიცავს მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ტიპის პოლისით სარგებლობის დროს დაზღვეულნი არიან მგზავრობისას მომხდარი უბედური შემთხვევისგან მძღოლი და მგზავრები, რომლებიც თქვენი ავტომობილით გადაადგილდებიან. ამ პოლისით სარგებლობისას ანაზღაურდება დაზარალებულთა პირების მკურნალობის ხარჯებიც. გარდაცვალების შემთხვევაში, თანხა უნაზღაურდება გარდავლილის კანონიერ მემკვიდრეს.

„MTPL“ პოლისი 

ამ ტიპის პოლისი გვთავაზობს მესამე პირის დაზღვევას, დავუშვათ და მოხდა უბედური შემთხვევა, რის შემდეგაც თქვენი ავტომობილით სხვას შეუქმენით ჯანმრთელობის ან ქონების პრობლემა, სადაზღვეო კომპანია გადაუხდის დაზარალებულ პირს დაზიანებული ქონების (თუნდაც ავტომობილის) აღდგენის ან დაზარალებული პირის მკურნალობის ხარჯებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „MTPL, MPA“ დაზღვევით იმ შემთხვევაშიც, თუ კი „Casco” პოლისით არ სარგებლობთ.

 

როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილი დაზიანდა?

  • აუცილებელია დაუკავშირდეთ სადაზღვევო კომპანიას და ამცნოთ შექმნილი ვითარება.
  • ადგილზე დარჩით და დაელოდეთ სადაზღვევო კომპანიიდან გამოსულ ჯგუფს, დაზიანებების აღსაწერად.
  • არ გადააადგილოთ დაზღვეული ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან თუ რაღა თქმა უნდა სამართალდამცავებმა არ მიგითითეს.
  • დაუკავშირდით საპატრულო პოლიციას

 

მიკრო სესხი

მიკრო სესხი

ჩვენ ცხოვრებაში ხშირად  გვაქვს ისეთი მომენტები, როდესაც ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მოულოდნელად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რისი გადახდის საშუალებაც არ
სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

საქართველოს ფინანსურ ბაზარზე არსებობს მრავალი კრედიტ კომპანია, რომელიც გვთავაზობს ონლაინ სესხს საკრედიტო ისტორიის გარეშე. ეს ფაქტორი ბევრ კომპანიას ეხმარება პოპულარიზ
მომენტალური სესხები

მომენტალური სესხები

დღესასწაული მოდის, აღნიშვნა გსურთ, დაიღალეთ გაუთავებელი მუშაობით და დასვენება გსურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ? მაშინ მომენტალური სესხი თქვენთვის არის განკუთვნი
უპროცენტო სესხები

უპროცენტო სესხები

სწრაფი სესხები პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, სწორედ ამიტომ საკრედიტო კომპანიებმა დაიწყეს პირველი სესხის უფასოდ გაცემა. რას ნიშნავს უფასოდ გაც

 

რა ღირს ავტო დაზღვევა საქართველოში?

სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, მანქანის დაზღვევა საქართველოში განვითარებული არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა. პროცენტული მაჩვენებლით ავტოპარკის მხოლოდ 4.8%-ია დაზღვეული, რაც ძალიან დაბალია.

ავტომობილის დაზღვევა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც არის 21 წლის ან უფრო მეტის. სადაზღვევო კომპანიები პოლისის ღირებულებას სხვადასხვა კრიტერიუმებით რა ღირს ავტო დაზღვევა საქართველოშიაფასებენ. უფრო კონკრეტულად, ავტომობილის მართვის გამოცდილების, ავტომობილის ღირებულებისა და თქვენი ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით. საშუალოდ, მანქანის დაზღვევის გადასახადის ღირებულება იწყება ავტომობილის ფასის 2.5%-დან, შემდეგ დამოკიდებულია თუ როგორი ტიპის დაზღვევა გსურთ (Casco, MTPL, MPA). ავტო დაზღვევის სასურველი პაკეტის შეძენის შემდეგ, გადასახდელ თანხას ანაწილებთ თვეებზე ან სრულად ფარავთ.

 

ავტო დაზღვევის კალკულატორი - გამოთვალეთ ხარჯები მარტივად

რა არის ავტო დაზღვევის კალკულატორი და როგორ მუშაობს?
ეს არის პროგრამა, რისი საშუალებითაც შეგიძლიათ გაიგოთ პოლისის ღირებულება და ყოველთვიური გადასახადი. თქვენ უთითებთ ავტომობილის ღირებულებას, გამოშვების წელს, ავტომობილის ტიპს, გადახდის გრაფიკსა და ფრანშიზას, ამ ყველაფერს ერთად აჯამებს და გითვლით თუ რა თანხა გექნებათ გადასახდელი ავტო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში. რა არის ფრანშიზა? ეს არის მინიმალური თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ. მარტივად რომ აგიხსნათ, უმჯობესია გადაიხადოთ მეტი თანხა და არ გქონდეთ ფრანშიზა, ვიდრე შედარებით ნაკლები და ფრანშიზა არ დაგიფინანსონ. მაგალითად, იყიდეთ პოლისი 2000 ლარად, მაგრამ ფრანშიზა გაქვთ 500$-იანი, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თუ ზარალი 500$-ზე ნაკლები იქნება, ამას სადაზღვევო კომპანია არ განიხილავს და თქვენი გადასახდელი იქნება ან დავუშვათ და 600$-იანი ზიანი გაქვთ მოყენებული, კომპანია მხოლოდ 100$-ს გადაიხდის და დარჩენილ 500$-ს თქვენ. ამ ყველაფრის დათვლაში გვეხმარება კალკულატორი. შედიხართ სადაზღვევო კომპანიის ვებ გვერდზე, ავსებთ კალკულატორში არსებულ ყველა ველს და გებულობთ ღირებულებას.

 

 

 

ბლოგი

ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყო...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულე...

გაგრძელება