სამოგზაურო დაზღვევა

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა Finpanda-ს დახმარებით. გაეცანით ინფორმაციას დაწვრილებით, ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო შეთავაზების შერჩევაში

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

სესხები

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, აუცილებელია, რადგან საზღვარგარეთის ქვეყნების უმრავლესობა მოითხოვს სამოგზაურო დაზღვევას. ვიზასთან და პასპორტთან ერთად მოწმდება სამოგზაურო დაზღვევა, ამასთან ერთად ჩვენ არ ვიცით როგორ იმოქმედებს აკლიმატიზაცია და ავადმყოფობით წარმოქმნილი ხარჯებისგანაც თავს დავიცავთ.

პირველ რიგში, შემთხვევიდან ძალიან მალევე უნდა აცნობოთ სადაზღვევო კომპანიას კონკრეტულ სიტუაციაზე. აღვნიშნავთ, რომ უნდა აცნობოთ წერილობით, რადგან გქონდეთ დამამტკიცებელი საბუთი იმის, რომ მალევე აცნობეთ შემთხვევის შესახებ, რათა კომპანიამ ვერ შეძლოს საქმის არ განხილვა.

რა თქმა უნდა, კომპანიები როგორც საერთო, ასევე განსხვავებული სახის ტრამვებსა და ავადმყოფობის ხარჯებს გვინაზღაურებს, მაგრამ ახლა რამდენიმე ძირითად შემთხვევას გაგაცნობთ: გადაუდებელი ჰოსპიტალური და სტომატოლოგიური მომსახურება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ამბულატორიული მკურნალობა, მოკლედ, ნებისმიერი არაგეგმიური დახმარების ხარჯები.

finpanda.com

მიიღეთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ

სამოგზაურო დაზღვევა გიცავთ თავი აარიდოთ საზღვარგარეთ ყოფნის დროს შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა Finpanda-ს დახმარებით ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენით ან გაუარესებით გამოწვეული   ხარჯებისგან. სამოგზაურო დაზღვევა საქართველოში არც ისე   პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო შემოთავაზებები   გააჩნია და სიძვირითაც არ გამოირჩევა. ამ სტატიაში ლაკონურად და   გასაგებად ჩამოგიყალიბებთ მის უპირატესობებსა და აუცილებლობას.

 

რატომ არის აუცილებელი სამოგზაურო დაზღვევა?

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კარგად იციან საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაზღვევის უპირატესობებები, საქართველოში კი დაზღვევები გაჩნდა გვიან და ნელ-ნელა იხვეჭს სახელს. ერთადერთი საყოველთაო დაზღვევაა გავრცელებული საქართველოში, მაგრამ დღეს სამოგზაურო დაზღვევის აუცილებლობაზე ვისაუბრებთ და ამ პარაგრაფში გაჩვენებთ რაში მდგომაორებს მისი საჭიროება.

  • პირველ რიგში, საზღვარგარეთის ქვეყნების უმრავლესობა მოითხოვს სამოგზაურო დაზღვევას და ქვეყანაში შესვლის დროს ამოწმებენ გაქვთ თუ არა.
  • შეიძლება ისეთ ქვეყანაში მიდიოდეთ, სადაც არ ითხოვენ სამოგზაურო დაზღვევას, მაგრამ კარგად დაფიქრდით, მომავლის განჭვრეტა შეგიძლიათ? ჩვენ არავინ ვიცით რა მოხდება მომავალში. როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხართ სამოგზაუროდ ან ბიზნეს ვიზიტისთვის, დაზღვეული ხართ უბედური შემთხვევებისგან და ამ შემთხვევით გამოწვეული ხარჯებისგან?
  • სადაზღვევო კომპანიები გვთავაზობენ ამ ტიპის დაზღვევას ძალიან იაფად, ამასთან ერთად გვთავაზობენ ბარგის დაკარგვისგან გამოწვეული ხარჯების ანაზღაურებას.
  • სამოგზაურო დაზღვევა გათვლილია ყველა იმ პირზე, რომელიც უცხოეთში მიდის. მაგალითად, ხართ სტუდენტი და სასწავლებლად მიდიხართ უცხოეთში, სასწავლებელი კი არ გაძლევთ სამედიცინო დაზღვევას, ამ შემთხვევაში აუცილებელია სამოგზაურო დაზღვევის აღება.

 

სამოგზაურო დაზღვევის სხვადასხვა პაკეტები

სამოგზაურო დაზღვევას მრავალი კომპანია გვთავაზობს, თითოეული ცდილობს მეტი რამ შესთავაზოს კლიენტს და უფრო ასიამოვნოს, აქედან გამომდინარე სამოგზაურო დაზღვევების პაკეტები მრავალფეროვანია, ამ პარაგრაფში კი თითოეულ მათგანს ჩამოგითვლით.

  • სტანდარტული, იგივე ერთჯერადი პოლისი - ეს პოლისი გათვლილია მოკლე ვადაზე და არის კონკრეტული, ანუ თქვენ უთითებთ ქვეყნიდან გასვლისა და დაბრუნების თარიღებს და ამ ვადაში თქვენ დაზღვეული ბრძანდებით.
  • ბიზნეს თრეველის პოლისი - განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში მრავალჯერ გადის ქვეყნიდან. ამ ტიპის პაკეტით სარგელობისას აღარ გიწევთ დღეების მითითება, რადგან მთელი წელი დაზღვეული იქნებით და ვადა დაფიქსირდება პასპორტში, როდესაც საზღვარს გადაკვეთავთ და გადმოკვეთავთ.
  • მრავალჯერადი პოლისი - ეს არის იგივე ერთჯერადი პოლისი, ამჯერად მოგზაურობის ვადა უფრო ხანგრძლივია.
  • წლიური მრავალჯერადი პოლისი - ეს არის პოლისი, რომელიც ითვალისწინებს სამოგზაურო დაზღვევას წლის განმავლობაში გრძელვადიანი ვიზიტებისას.
  • მსოფლიო დაზღვევა - ეს არის საერთაშორისო დაზღვევა, რომელიც თავს გაგრძნობინებთ დაცულად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
  • დაზღვევა სპორტსმენთათვის - ხშირია სპორტში ტრამვები, სწორებ ამიტომ არსებობს დაზღვევა სპორტსმენთათვის, რომელიც აგინაზღაურებთ ტრამვით გამოწვეულ ხარჯებს.

 

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად

სამოგზაურო დაზღვევა 1 ლარად იდეალური ვარიანტია თუ კი მოკლევადით აპირებთ წასვლას. ამ დაზღვევის გადასახადი დამოკიდებულია იმ დღეების რაოდენობაზე, რამდენსაც გაატარებთ უცხოეთში. მაგალითად, შეიძინეთ ეს პოლისი და უცხოეთში გაატარეთ 4 დღე, გადასახადი იქნება მხოლოდ 4 ლარი. საქართველოში სამოგზაურო დაზღვევის ამ პაკეტს ერთეული კომპანია გვთავაზობს.

 

მიკრო სესხი

მიკრო სესხი

ჩვენ ცხოვრებაში ხშირად  გვაქვს ისეთი მომენტები, როდესაც ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მოულოდნელად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რისი გადახდის საშუალებაც არ
სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

საქართველოს ფინანსურ ბაზარზე არსებობს მრავალი კრედიტ კომპანია, რომელიც გვთავაზობს ონლაინ სესხს საკრედიტო ისტორიის გარეშე. ეს ფაქტორი ბევრ კომპანიას ეხმარება პოპულარიზ
მომენტალური სესხები

მომენტალური სესხები

დღესასწაული მოდის, აღნიშვნა გსურთ, დაიღალეთ გაუთავებელი მუშაობით და დასვენება გსურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ? მაშინ მომენტალური სესხი თქვენთვის არის განკუთვნი
უპროცენტო სესხები

უპროცენტო სესხები

სწრაფი სესხები პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, სწორედ ამიტომ საკრედიტო კომპანიებმა დაიწყეს პირველი სესხის უფასოდ გაცემა. რას ნიშნავს უფასოდ გაც

 

როგორ შევარჩიოთ სასურველი კომპანია სამოგზაურო დაზღვევის შესაძენად?

როგორც უკვე მოგახსენეთ, საკმაოდ ბევრი კომპანია გვთავაზობს სამოგზაურო დაზღვევას და თითოეული მათგანი ცდილობს მოიპოვოს პირველობა და იყოს საუკეთესო, მაგრამ ჩვენ როგორ შევარჩიოთ სასურველი კომპანია? ამ კითხვაზე პასუხს ამ პარაგრაფში იპოვით! გაეცანით ამ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც დიდ როლს თამაშობს კომპანიის სწორად შერჩევაში.

  • დაფინანსების ლიმიტი, თუ რა თანხას გვიფინანსებს ესა თუ ის კომპანია
  • რომელ ქვეყნებში მოქმედებს დაზღვევა
  • დაუკვირდით ფრანშიზის ოდენობას, რომელიც წარმოადგენს იმ თანხას, რომელიც არ დაფინანსდება.
  • რას აფინანსებს ესა თუ ის კომპანია. ეცადეთ ისეთი კომპანია შეარჩიოთ, რომელიც დააფინანსებს მეტი სახის დაავადების მკურნალობის ხარჯს.
  • ლოგიკურია, თუ რაიმე სახის დაავადება გაქვთ ისეთი სადაზღვევო კომპანია ნახეთ, რომელიც თქვენი დაავადების მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს. ან თუ ხშირად გაქვთ პრობლემები რომელიმე ორგანოზე.
  • გამონაკლისების ოდენობა, ეცადეთ ისეთი კომპანია შეარჩიოთ, რომელიც ნაკლებ ან უმნიშვნელო გამონაკლისებს გვთავაზობს.
  • აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ დაგავიწყდებათ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, შეგიძლიათ აეროპორტში აიღოთ, ამის საშუალებას სადაზღვევო კომპანიები გვაძლევენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გადადოთ დაზღვევის აღება და სულ ბოლოს შეიძინოთ.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ სამოგზაურო დაზღევის შეძენისას?

პირველი, ის უნდა ვიცოდეთ, რომ სამოგზაურო დაზღვევას ვყიდულობთ არა ჩვენ დაგეხმარებით საუკეთესო შეთავაზების შერჩევაშიიმისთვის, რომ ეს რომელიმე ქვეყანაში შესვლისთვის არის საჭირო, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მოგეხსენებათ თუ როგორი ძვირია უცხოეთში სამედიცინო მომსახურება, ამის გამო კი სადაზღვევო კომპანიები გვთავაზობენ ისეთ პოლისებს, რომ თავი მშვიდად ვიგრძნოთ. გასათვალისწინებელი ფაქტორები წინა პარაგრაფში უკვე მოგახსენეთ, ამ პარაგრაფში კი მოკლედ და ლაკონურად დავამატებთ რამდენიმე გასათვალისწინებელ ფაქტორს.

  • პირველი ეს არის რომელი კატეგორიის სამოგზაურო დაზღვევას იღებთ, ეს იქნება მსოფლიო თუ კონკრეტული ქვეყანა, რომელშიც აპირებთ მოგზაურობას. ამ ორი ტიპის პოლისის ღირებულება ერთმანეთისგან, ფაქტობრივად, არ განსხვავდება, ამიტომ უმჯობესია აიღოთ მსოფლიო პაკეტი და თავი იგრძნოთ მშვიდად ნებისმიერ კუთხეში.
  • ზუსტად უნდა იცოდეთ რა ვადით აპირებთ გამგზავრებას, რადგან შესაძლოა გადაიდოს გაფრენა, რაც პრობლემებს გამოიწვევს.
  • უნდა იცოდეთ რა ვალუტას იყენებენ იმ ქვეყანაში, რომელშიც აპირებთ მოგზაურობას, რადგან პაკეტის შეძენის დროს თქვენ ირჩევთ ევროს ან აშშ დოლარს. არასწორად მითითების შემთხვევაში და შემდგომ ანაზღაურების დროს პრობლემები წარმოიშვება.

ბლოგი

ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყო...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულე...

გაგრძელება