ჯანმრთელობის დაზღვევა

შეიძინეთ ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენი საიტის დახმარებით, შეადარეთ სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიების პაკეტები, ფასები, პირობები და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

სესხები

ხშირად დასმული კითხვები

თუ კი გსურთ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენა, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ არანაირი ცნობა არ დაგჭირდებათ ასაღებად. დღესდღეობით იმდენად მარტივი და კომფორტულია ამ ტიპის დაზღვევით სარგებლობა, რომ მხოლოდ განაცხადის შევსებაა საჭირო.

დაზღვევამდე არსებული დაავადებების სამედიცინო მომსახურეობის ხარჯები არ ანაზღაურდება, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა. დაზღვევამდე არსებულ დაავადებად ითვლება ის დაავადება, რომელიც აღმოჩნდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში.

დიახ, სადაზღვევო კომპანიები გვთავაზობენ მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ კი ოჯახის ექიმმა, კონსულტანტმა ან სტომატოლოგმა გამოგიწერათ ეს მედიკამენტები. არ იფარება არარეგისტრირებული მედიკამენტები, კვებისა და წონის კორექციის მედიკამენტები, დანამატები, კოსმეტიკური საშუალებები, ბავშვთა საკვები და სხვა.

finpanda.com

საქართელოში ჯანმრთელობის დაზღვევას მოსახლეობის მეოთხედი იყენებს. ამ ტიპის დაზღვევით თქვენ და თქვენ მიერ დაზღვეული პირი დაცულია უბედური შეიძინეთ ჯანმრთელობის დაზღვევა ჩვენი საიტის დახმარებითშემთხვევებისგან გამოწვეული ხარჯებისგან. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ რა მოხდება მომავალში, რა უბედურ შემთხვევაში მოვყვებით, სწორედ ამიტომ არსებობს სადაზღვევო კომპანიები და ჯანმრთელობის დაზღვევა, რომლებიც გვიცავენ უბედური შემთხვევით გამოჩენილი ხარჯებისგან და თუნდაც ჩვენი ახლობლის დაკარგვით შექმნილ მძიმე სიტუაციისგან თავის დასაღწევად. მოგეხსენებათ სადაზღვევო კომპანიების შესახებ, მაგრამ რომელი გვთავაზობს ყველაზე კარგ ჯანმრთელობის დაზღვევას?
ჩვენი გუნდი მზად არის გაგცეთ პასუხი ამ კითხვაზე და მიგითოთ საუკეთესო ვარიანტი.

 

რას შეიძლება მოიცავდეს ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა პაკეტები

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა მაღალია და თითოეული სხვადასხვა პაკეტს გვთავაზობს, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის ამ ტიპის დაზღვევას. სამედიცინო დაზღვევას ახორციელებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიები და გვთავაზობს როგორც მსგავს, ისე განსხვავებული სახის მომსახურებებს. ამ პარაგრაფში კი გაგაცნობთ რა პირობებს გვთავაზობენ ისინი.

  • 24 საათიანი ცხელი ხაზი
  • პირადი ექიმის მომსახურება
  • პროფილაქტიკური და სასკრინინგო კვლევები
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, როდესაც დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე მოსალოდნელია ორგანოს ან/და კიდურის დაკარგვა ან პაციენტის გარდაცვალება რამდენიმე საათში. ასევეა გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების დროსაც.
  • ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო
  • გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება ერთ საწოლ/დღეზე მეტი
  • გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება ერთ საწოლ/დღე
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება "პოზიტიური სიის" შესაბამისად. პოზიტიური სია არის დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია არა თუ ზოგადად გადაუდებელი მდგომარეობის დაფინანსება, არამედ 450 კონკრეტული შემთხვევა.
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება "პოზიტიური სიის" მიღმა
  • გეგმიური ამბულატორიული მომსახურება პირადი ექიმის სამსახურის ბაზაზე
  • ორთოპედია/ორთოდონტია
  • გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება, რაც გულისხმობს სტომატოლოგთან კონსულტანციას, დიაგნოსტიკას, ქვებისა და ნადების მოცილებას, კბილის ამოღებასა და მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას.
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება, რაც გულისხმობს კბილის ტკივილისგან გამოწვეულ შემთხვევას, რომელიც კბილის ამოღებას საჭიროებს.
  • გეგმიური ამბულატორიული მომსახურება პპ, ანუ პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებში.
  • გეგმიური ამბულატორიული მომსახურება არაკონტრაქტორ კლინიკებში
  • მედიკამენტები სახალხო აფთიაქში
  • მედიკამენტები სხვა სააფთიაქო ქსელში
  • ორსულობა (ორსულობასთან დაკავშირებული ყველა გამოკვლევის, კონსულტანციისა და ორსულობის ხარჯების დაფარვა).

 

ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა ტიპები

კერძო სამედიცინო დაზღვევას გააჩნია სამი პაკეტი, რომელიც მორგებულია თქვენზე, თქვენ ოჯახსა და თუნდაც თქვენს ორგანიზაციაზე. ამ თემაზე კი მომდევნო პარაგრაფებში ვისაუბრებთ.

 

მიკრო სესხი

მიკრო სესხი

ჩვენ ცხოვრებაში ხშირად  გვაქვს ისეთი მომენტები, როდესაც ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მოულოდნელად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რისი გადახდის საშუალებაც არ
სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

საქართველოს ფინანსურ ბაზარზე არსებობს მრავალი კრედიტ კომპანია, რომელიც გვთავაზობს ონლაინ სესხს საკრედიტო ისტორიის გარეშე. ეს ფაქტორი ბევრ კომპანიას ეხმარება პოპულარიზ
მომენტალური სესხები

მომენტალური სესხები

დღესასწაული მოდის, აღნიშვნა გსურთ, დაიღალეთ გაუთავებელი მუშაობით და დასვენება გსურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ? მაშინ მომენტალური სესხი თქვენთვის არის განკუთვნი
უპროცენტო სესხები

უპროცენტო სესხები

სწრაფი სესხები პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, სწორედ ამიტომ საკრედიტო კომპანიებმა დაიწყეს პირველი სესხის უფასოდ გაცემა. რას ნიშნავს უფასოდ გაც

 

ინდივიდუალური  ჯანმრთელობის დაზღვევა

ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა განკუთვნილია ფიზიკური პირისთვის, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად შეიძინოს ეს პაკეტი. ის მორგებული იქნება მხოლოდ თქვენზე და დაგეხმარებათ ნებისმიერი მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის ხარჯებისგან თავის ასარიდებლად.

 

საოჯახო სამედიცინო დაზღვევა

საოჯახო სამედიცინო დაზღვევა გვთავაზობს დავაზღვიოთ საკუთარი თავი და ჩვენი ოჯახი. კომპანიები გვთავაზობენ ოჯახის ექიმსა (პირად ექიმს) და ბავშვის ყოლის შემთხვევაში, პედიატრს, რომლებიც ვალდებულნი არიან დაგვეხმარნონ დღის ნებისმიერ მომენტში.

 

კორპორაციული სამედიცინო დაზღვევა

კორპორაციული სამედიცინო დაზღვევა განკუთვნილია იურიდიული პირებისთვის. ამ ტიპის დაზღვევით სარგელობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაცია. თითოეული მათგანი ხელშეკრულებას აფორმებს სადაზღვევო კომპანიასთან და შემდეგ თანამშრომლებს სთავაზობს ამ დაზღვევას. ამ ტიპის დაზღვევის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თანამშრომლებს არ უწევთ დაზღვევის ღირებულების გადახდა ან უწევთ ძალიან დაბალ ფასად.

 

ბლოგი

ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყო...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულე...

გაგრძელება