ავტო სესხი - მარტივი გზა მანქანის შესაძენად

აიღეთ ავტო სესხი Finpanda-ს დახმარებით. ჩვენ დაგეხმარებით გონივრული არჩევანის გაკეთებაში და გაგიმარტივებთ სასურველი ავტომობილის შეძენის პროცესს.

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

სესხები

ხშირად დასმული კითხვები

ეს დამოკიდებულია საკრედიტო კომპანიაზე. არის ისეთი კომპანია, რომელიც გვთავაზობს, რომ ავტომობილით არ ვუზრუნველყოთ სესხი და გვთავაზობენ, რომ უძრავი ქონება ჩავდოთ. მაგრამ ძირითადად, კომპანიები მაინც გირავნობას მოითხოვენ. თქვენ კი აგრძელებთ მანქანის მართვას, მაგრამ გადაუხდელობის შემთხვევაში, კრედიტორი სრულუფლებიანია ქონების რეალიზაციისთვის.

ავტო სესხი ძალიან მარტივია გამოსაყენებლად და კომპანიები მეტად კომფორტულ პირობებს გვიქმნიან. კრედიტის ასაღებად საჭიროა ავტომობილის შერჩევა და განაცხადის შევსება თქვენს მიერ არჩეულ საკრედიტო კომპანიის ვებ გვერდზე ან ფილიალში ვიზიტით.

პირველ რიგში, თქვენ უნდა ბრძანდებოდეთ სულ მცირე 21 წლის, ამასთან ერთად უნდა გაგაჩნდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. ავტომობილის ასაკი შეზღუდულია და თითოეულ კომპანიას განსხვავებული მოთხოვნა აქვს ამ ფაქტორზე, მაგრამ ყველაზე მინიმუმი, რასაც გვთავაზობენ არის სულ მცირე 1995 წელს გამოშვებული.

finpanda.com

აიღეთ ავტო სესხი Finpanda-ს დახმარებითავტო სესხი გთავაზობთ შეიძინოთ ახალი ან ძველი ავტომობილი მაშინ, როცა თანხა არ გყოფნით. ბანკები საშუალებას გაძლევენ აიღოთ კრედიტი იმ პირობებით, რომლებიც ავტომობილის შესაძენად ან ჩამოსაყვანად გჭირდებათ. ეს არის სესხი მანქანის უზრუნველყოფით. მაგალითად, თუ უკვე გყავთ ავტომობილი და მეორის ყიდვა გსურთ, კრედიტი უზრუნველყოფილია იმ ავტომობილით, რომელიც გყავთ ან, რომლის ჩამოყვანაც გსურთ. თანხის არ გადახდის შემთხვევაში კრედიტორს სრული უფლება აქვს თქვენი ავტომობილის რეალიზაციის, ანუ მანქანის ჩამორთმევის.

 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ შეძლო ავტო სესხის აღება?

კრედიტის არ დაფარვის შემთხვევაში ხდება ავტომობილის რეალიზაცია, ამისგან თავის ასარიდებლად კი საჭიროა:

  • გქონდეთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. ამასთან ერთად, მსესხებლის ასაკსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
  • ძირითადად, საფინანსო ორგანიზაციები გასცემენ თანხას თუ თქვენ ხართ 21 წლის ან მეტი, თუმცა არსებობს ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც 20 წლის პიროვნებებზეც გასცემენ კრედიტს.

 


რა პროცედურების გავლაა საჭირო, რომ აიღოთ სესხი მანქანის შესაძენად?

ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ავტომობილებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ. ბევრი ადამიანისთვის მის გარეშე ცხოვრება მარტივად რომ ვთქვათ, წარმოუდგენელია, რადგან მანქანა არამარტო გადაადგილების, არამედ კომფორტისა და სიამოვნების მიღების საშუალებაცაა. გყავს მანქანა? ესე იგი არ გიწევთ სამარშრუტო ტაქსების ლოდინი, არც უამინდობაში გიწევთ გადაადგილება და თქვენ უბრალოდ დამოუკიდებელი ხდებით. ამ სიამოვნებისთვის თქვენ მოგიწევთ მარტივი პროცედურების გავლა:

 სესხის აღება ავტომობილის შესაძენად, თქვენ შეგიძლიათ ორი მეთოდით, პირველი ეს არის ონლაინ და მეორე, ეს არის ფილიალში მისვლით.სესხის აღება ავტომობილის შესაძენად
ონლაინ სესხის აღების შემთხვევაში თქვენ შედიხართ თქვენთვის სასურველ საკრედიტო ორგანიზაციის ვებ გვერდზე, ავსებთ ანკეტას, რაც ძირითადად მოიცავს თქვენი პირადობის ნომერს, სახელს, გვარს, ელ-ფოსტას, ტელეფონის ნომერსა და თანხას.  ასევეა იმ შემთხვევაშიც, თუ კი თქვენ ფილიალში ესტუმრებით სესხის მისაღებად.

 

რა საბუთებია საჭირო ავტო სესხის დასამტკიცებლად?

  • თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • ასევე გესაჭიროებათ ავტომობილის ტექ. პასპორტი.
  • ასევე აუცილებელია, რომ მანქანის ზოგადი მდგომარეობა შეაფასოს ავტო ექსპერტმა.

 მანქანის მდგომარეობის შემოწმება მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა წლოვანება, გამართულობა და აქვს თუ არა რამე დაზიანება, ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ავტომობილის ღირებულების დადგენა. როგორც სხვა სესხების შემთხვევაში შედგება გრაფიკი და ამ გრაფიკის მიხედვით იხდით ძირეულ თანხასა და პროცენტს, ასევეა ავტო სესხით სარგებლობის დროსაც. შესაძლებელია სესხის წინსწრებით დაფარვაც.

 

რა დრო სჭირდება ავტო სესხის დამტკიცებას?

ვინაიდან ეს სესხი ფართო მასშტაბიანია და ამ სესხს დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს, საფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ უფრო მარტივი და მარტივი გახადონ ამ სესხით სარგებლობა, აქედან გამომდინარე, სესხის მიღება ონლაინ არის შესაძლებელი და ის საშუალოდ 30 წუთში მტკიცდება.

 

სესხის მისაღებად გჭირდება თუ არა თანამონაწილე?

ავტო სესხს, ბევრი საერთო აქვს სხვა სესხებთან, მაგრამ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად თუ თქვენ იღებთ იპოთეკურ სესხს, თქვენ დაგჭირდებათ მესამე პირი, რომელიც ვალდებული იქნება თუ კი თქვენ ვერ გადაიხდით, მაგრამ ავტო სესხით სარგებლობის დროს თქვენ არ გჭირდებათ თავდებში მდგომი პირი.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ავტო სესხების აღებამდე?

  • კარგად გაიაზრეთ კრედიტის დაფარვის დრო 

პირველი ფაქტი, რომელიც გასათვალისწინებელია ავტო სესხის აღებამდე არის ის, რომ თქვენ დაზუსტებით უნდა იცოდეთ და გაანალიზებული უნდა გქონდეთ როდის შეძლებთ ამ კრედიტის დაფარვას. რა თქმა უნდა, მოკლევადიანი სესხით სარგებლობის შემთხვევაში უფრო ნაკლებს იხდით, მაგრამ იხდით ერთდროულად, გრძელვადიანი სესხით სარგებლობისას კი იხდით გაცილებით დიდ თანხას, მაგრამ ნელ-ნელა. ამიტომ, უნდა დაფიქრდეთ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი როგორ გამოიყენოთ სესხის დასაფარად. დავუშვათ, ყოველთვიური ხელფასი გაქვთ 1000 ლარი და აიღეთ 3000 ლარიანი სესხი 12 თვიანი ვადით, პროცენტით გადასახდელი გაქვთ 3120 ლარი. ყოველთვიურად მოგიწევთ 260 ლარის გადახდა. თუ იმავე რაოდენობის სესხს აიღებთ 4 თვიანი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი ნაკლები იქნება და საერთო ჯამში, ვთქვათ 3060 ლარი გექნებათ გადასახადი, ყოველთვიურად მოგიწევთ 765 ლარის გადახდა. შედეგად მარტივი არ იქნებათქვენი ხელფასიდან დარჩენილი 235 ლარით გაიტანოთ მთელი ერთი თვე.

  • ზუსტად განსაზღვრეთ რა თანხა გჭირდებათ 

ონლაინ სესხები 18 წლიდან

ონლაინ სესხები 18 წლიდან

დღესდღეობით გაიცემა სესხები 18 წლიდან. მართალია, რთულია მსგავსი სესხისა და კრედიტორის მოძებნა, მაგრამ საქართველოში მაინც არის რამდენ
სესხები 19 წლიდან

სესხები 19 წლიდან

საქართველოში უამრავი საკრედიტო კომპანია არსებობს, რა თქმა უნდა ისინი სხვადასხვა პირობებით სარგებლობენ და სხვადასხვა ასაკის ზღვარსაც აწესებენ. იმისათვის რომ აიღოთ ონლა
სესხები 20 წლიდან

სესხები 20 წლიდან

სწრაფი სესხები 20 წლიდან პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ კომპანიები იყოფა 2 ნაწილად. პირველი  ნაწილი იმ აზრზეა, რომ ადამიანი სრულწლოვანებას როდესაც
მომენტალური სესხები

მომენტალური სესხები

დღესასწაული მოდის, აღნიშვნა გსურთ, დაიღალეთ გაუთავებელი მუშაობით და დასვენება გსურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ? მაშინ მომენტალური სესხი თქვენთვის არის განკუთვნი
უპროცენტო სესხები

უპროცენტო სესხები

სწრაფი სესხები პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, სწორედ ამიტომ საკრედიტო კომპანიებმა დაიწყეს პირველი სესხის უფასოდ გაცემა. რას ნიშნავს უფასოდ გაც
    

ჩვენ ადამიანები ვართ და ხშირად მოგვდის შეცდომა ასეთ რამეში. გვჭირდება გარკვეული ოდენობის თანხა, მაგრამ შეგვიძლია ვისესხოთ მეტი, რატომღაც გვგონია, რომ თუ გვაქვს შანსი ავიღოთ მეტი თანხა, ავიღებთ და გამოვიყენებთ შემდგომ, მაგრამ გვავიწყდება ერთი ფაქტორი, რომ დიდი ოდენობით სესხის აღება მეტ ყოველთვიურ გადასახადს გულისხმობს. ავტო სესხი არ განეკუთვნება იმ სესხების კატეგორიას, რომელიც 0% იან საპროცენტო დანამატს გვთავაზობს, მაგალითად 0% იანი სესხით სარგებლობის შემთხვევაში აიღებთ თანხას და ზუსტად იმავე ოდენობას აბრუნებთ, ანუ 5000 ლარი რომ აიღოთ, და გჭირდებოდეთ მხოლოდ ამ თანხის ნახევარი, დარჩენილ ნახევარს გამოიყენებთ ამ სესხის დასაფარად და წაგებაში არ წახვალთ, მაგრამ პროცენტის შემთხვევაში ეს არ მოქმედებს, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არასდროს ისესხოთ იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდებათ!

  • კარგად წაიკითხეთ ხელშეკრულების პირიბები 

იყავით მომთმენი! ჩვენ, ვიღლებით და ხშირად, იმის ენერგიაც არ გვაქვს, რომ ხელშეკრულების პირობებს გავეცნოთ, რაც ძალიან სამწუხაროა. მოიკრიბეთ გონება, დაწვრილებით წაიკითხეთ თითოეული პუნქტი და გაანალიზეთ ისინი. დაფიქრდით, ხომ არ შეიცავს რისკს ან ცუდად ხომ არ იმოქმედებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

რა რაოდენობის თანხა შეგიძლიათ ისესხოთ ავტომობილის შესაძენად?

როგორც უკვე მოგახსენეთ ავტო სესხით სარგებლობა და თანხის განსაზღვრა ხდება ავტო ექსპერტის მიერ შეფასების შემდგომ. რაოდენობა დამოკიდებულია ავტომობილის მარკაზე, წლოვანებასა და მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მარტივად რომ ვთქვათ სესხის ოდენობა ისაზღვრება ინდივიდუალურად.

 

ბლოგი

ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყო...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულე...

გაგრძელება