საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ბევრი საკრედიტო კომპანია გამოჩნდა, რომლებიც სხვადასხვა უნიკალური შემოთავაზებით ცდილობენ მომხმარებლის ყურადღბის მიქცევას; მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტუალური სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშეა. ეს შემოთავაზება მსესხებელს აძლევს საშუალებას მიიღოს თანხა მიუხედავად ცუდი საკრედიტო ისტორიის, ან მისი სრულიად არ ქონის შემთხვევაში. ეს მომსახურება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს აიღონ მათთვის სასურველი თანხა მაშინაც კი, როდესაც აღნიშნული რაოდენობა სჭირდებათ თუნდაც ისტორიის გამოსასწორებლად. გარდა ამ ცალსახა უპირატესობისა, არანაკლებ მნიშვნელოვან დადებით ასპექტებს წარმოადგენს:
რა არის საკრედიტო ისტორია?
საკრედიტო ისტორია არის დოკუმენტი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მომხმარებლისა და მისი ფინანსური პროდუქტების ურთიერთობას, მის გადახდისუნარიანობას და მის ფინანსურ საკითხებში რისკებს. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ბაზა „კრედიტინფო საქართველო“, სადაც მოცემულია ინფორმაცია თითოეული მომხმარებლის შესახებ, თუ როდის აიღეს მათ სესხი, რა ვალუტაში, როდის დაფარეს, დაფარეს თუ არა დროულად და ხელშეკრულებით გაწერილი პირობების შესაბამისად. ამასთან, საკრედიტო ისტორია იყოფა ორ კატეგორიად: პოზიტიურ და ნეგატიურ საკრედიტო ისტორიად:
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დროულად დაფარავს მისადმი დაკისრებულ გადასახდელ თანხებს, მისი საკრედიტო ისტორია დადებითი გახდება, რის შესახებ ინფორმაციაც გადახდიდან 7 წლის განმავლობაში შეინახება. თანხის გადაუხდელობის გამო კი, უარყოფითი ისტორია 5 წლის განმავლობაში იქნება ასახული აღნიშნულ ბაზაში.
როგორ ადგენენ გადახდისუნარიანობას საკრედიტო ისტორიაზე დაყრდნობით?
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ დადებითი საკრედიტო ისტორიის მნიშნველობაზე და იმაზე, თუ რატომ არის ხელსაყრელი ისტორიის გარეშე სესხის აღების შესაძლებლობა. უკეთ რომ წარმოიდგინოთ ამ შემოთავაზების მნიშვნელობა, განვიხილოთ საკრედიტო რეიტინგი.
საკრედიტო რეიტინგი არის იმის მაჩვენებელი, შევძლებთ თუ არა სესხის აღებას. კრედიტის დამტკიცებამდე კომპანიები აფასებენ კლიენტების გადახდისუნარიანობას, რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით:
როგორც ხედავთ, თავს იყრის ძალიან ბევრი ნიუანსი და ხშირად რთულია ყველა პუნქტს აკმაყოფილებდეს მომხმარებელი. ამ ყოველივეს რომ თავი აარიდოს, ოპტიმალურია საკრედიტო ისტორიის გარეშე სესხის აღება.
შესაძლებელია თუ არა სესხის აღება, თუ დავალიანება გაქვთ ან შავ სიაში ხართ?
ზემოთ, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს ფინანსულ ბაზარზე არიან ორგანიზაციები, რომლებიც სესხის გასაცემად არ ითხოვენ საკრედიტო ისტორიებს. ბანკებისათვის ეს პირობა მნიშვნელოვანია და ისინი არ გასცემენ თანხებს მათზე, ვისაც უარყოფითი საკრედიტო ისტორია აქვს, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ ასეთ მომხმარებლებს. ისინი მსმესხებლებს სთავაზობენ იმ რაოდენობის თანხას, რის გადახდასაც შეძლებენ, იმისათვის რომ გამოასწორონ საკრედიტო ისტორია. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე პირობა, სესხის მიღებისათვის:
იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ დავალიანება, არის რამდენიმე ასპექტი, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება, სანამ განმეორებით აიღებთ სესხს:
ყველასათვის ნაცნობია ფინანსური პრობლემები და გარკვეული თანხის სწრაფად შოვნის საჭიროება; სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა სწრაფი ონლაინ სესხები, თუმცა, აუცილებელია კარგად დაფიქრდეთ, სანამ განახორციელებთ მსგავს ფინანსულ ოპერაციას, შეაფასეთ რისკები, შეისწავლეთ პირობები, გაეცანით კონტრაქტს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება კრედიტის აღების შესახებ. მსგავსი მიდგომა თავიდან აგარიდებთ იმ სირთულეებს, რაც ხშირად მოჰყვება სესხის იმპულსურად აღებას.
ზემოთ ბევრ ნიუანსზე ვისაუბრეთ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ონლაინ სესხის აღებისათვის. აღნიშნულ ნიუანსში კარგად გაერკვიოთ, ‘Finpanda’ დაგეხმარებათ, რომელიც თქვენს მაგივრად აანალიზებს ფინანსურ ბაზარს, იკვლევს შემოთავაზებებს და გთავაზობთ თქვენს მოთხოვნებზე და სურვილებზე მორგებულ წინადადებებს.