ანაბრები

აპირებთ ანაბრის გახსნას და თანხის დაგროვებას? Finpanda დაგეხმარებათ გონივრული არჩევანის გაკეთებაში. ჩვენ გაწვდით დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა ბანკების შემოთავაზებებზე.

ძებნა

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო შეთავაზება

თვე

სესხები

ხშირად დასმული კითხვები

თავიდან შეგაქვთ გარკვეული ოდენობის თანხა, რასაც ბანკი იყენებს სხვადასხვა ტრანზაქციის შესასრულებლად, შემდეგ ბანკი ნახულობს რაღაც მოგებს და ამ მოგებიდან გვირიცხავს ჩვენ წლიურ საპროცენტო სარგებელს. ამის გარდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თანხის დამატება ანაბარზე.

ამაზე პრობლემა არ შეგექმნებათ, უბრალოდ ხელშეკრულებაში რა პროცენტიც იყო მითითებული და თანხა, ვერ მიიღებთ მაგდენს და გამოიტანთ შედარებით მცირედს, რადგან წინსწრებით გატანაზე დაბალი საპროცენტო სარგებელია.

პირველ რიგში, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ბანკის ვებ გვერდზე, რომელშიც აპირებთ ანაბრის გახსნას, შემდეგ ეძებთ ანაბრის ფანჯარას, ირჩევთ რომელი კატეგორიის ანაბარი გსურთ, ირჩევთ ვადას და ავსებთ საჭირო ბლანკებს, შემდეგ შეგაქვთ თანხა და მორჩა, ანაბარი უკვე გახსნილია!

finpanda.com

ანაბარი არის ფულის დაგროვებისა და სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალება. მისი დახმარებით მარტივად ვაკეთებთ დანაზოგს, ვიღებთ პროცენტს და თანხას ანაბარი არის ფულის დაგროვებისა და სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებავინახავთ უსაფრთხოდ. დეპოზიტების საპროცენტო სარგებელი თითოეულ ბანკში განსხავებულია. ის დამოკიდებულია ანაბრის ტიპზე, ვალუტაზე, ვადასა და თანხის ოდენობაზე. თითოეული ტიპის დეპოზიტს განსხვავებული პირობა აქვს. ჩვენ განვიხილავთ თუ რა უპირატესობა აქვს ანაბარს, რა ტიპები არსებობს, რა გვჭირდება ანაბრის გასახსნელად და როგორ შევარჩიოთ სასურველი ბანკი.

 

როგორი ანაბრები არსებობს?

საქართველოში რამდენიმე ანაბრის ტიპი არსებობს და
ჩვენ წარმოგიდგენთ ანაბართა კატეგოერიებს, მათ დანიშნულებასა და პირობებს.

 

ვადიანი ანაბარი 

ეს არის ყველაზე ხელსაყრელი და მომგებიანი ანაბარი, რადგან მასზე საპროცენტო სარგებელი ყველაზე მაღალია სხვა ანაბრებთან შედარებით. მისი გახსნა რაღაც თანხითა და პერიოდითაა შესაძლებელი, მაგალითად, თუ თქვენ გსურთ ვადიანი ანაბრის გახსნა, მინიმალური შესატანი თანხა იქნება ათი ლარი, ხოლო ამ ანაბრის ვადა 3-დან 24 თვემდე იმერყევებს. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, თუ მოგესურვებათ გახსნილი ანაბრიდან თანხის მოხსნა ხელშეკრულებით დადგენილ ვადის გასვლამდე, თქვენ ვერ მიიღებთ იმ საპროცენტო სარგებელს, რაც ხელშეკრულებაში იყო აღნიშნული.

 

შეგროვებადი ანაბარი 

ვადიან ანაბართან შედარებით, მისი საპროცენტო სარგებელი დაბალია, თუმცა მასზე შესაძლებელია თანხის დამატება ან ამ თანხის სხვა ვალუტაზე გადახურდავება.

 

უვადო ანაბრები 

ეს არის იგივე შემნახველი ანაბარი, რითაც თქვენ შეგიძლიათ ანაბარზე თანხის შეტანა ან გამოტანა ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად, საპროცენტო სარგებელი კი გერიცხებათ ყოველი დღის ბოლოს ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით. ამ ანაბრით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი დანაზოგი მთლიანად ან ნაწილობრივ და თან მიიღოთ საპროცენტო სარგებელი.

 

როგორ შევარჩიოთ სასურველი ბანკი?

როგორც უკვე მოგახსენეთ, ანაბარი არის რაღაც თავისუფალი თანხის შეტანა ბანკში ან სხვა ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციაში, რომელიც საანაბრე მომსახურებას გვთავაზობს. ამ თანხას ისინი იყენებენ სხვადასხვა ოპერაციებისთვის, საიდანაც ღებულობენ სარგებელს, შემდეგ კი ამ სარგებლის მცირე პროცენტით ჩვენ გვირიცხავს თანხას.

რაც შეეხება პროცენტს, თითოეულ საფინანსო ორგანიზაციაში სხვადასხვაა. მაგალითად, ბანკებში შედარებით დაბალი პროცენტია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენ მიერ გამომუშავებულ თანხას ვერ ანდობთ ნაკლები რეპუტაციის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ამჯობინებთ ბანკებს, რომლებიც შედარებით დაბალ პროცენტს გვთავაზობენ.

თითოეულ საფინანსო ორგანიზაციას გააჩნია ანაბრის კალკულატორი, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია როგორც ზოგადი სახელმძღვანელო, რადგან ის სიზუსტით არ არის გარანტირებული. ის გვიჩვენებს თუ რა სარგებელს ვნახავთ ანაბრის გახსნის შემდგომ გარკვეული ვადით.

 

მიკრო სესხი

მიკრო სესხი

ჩვენ ცხოვრებაში ხშირად  გვაქვს ისეთი მომენტები, როდესაც ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მოულოდნელად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რისი გადახდის საშუალებაც არ
სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე

საქართველოს ფინანსურ ბაზარზე არსებობს მრავალი კრედიტ კომპანია, რომელიც გვთავაზობს ონლაინ სესხს საკრედიტო ისტორიის გარეშე. ეს ფაქტორი ბევრ კომპანიას ეხმარება პოპულარიზ
მომენტალური სესხები

მომენტალური სესხები

დღესასწაული მოდის, აღნიშვნა გსურთ, დაიღალეთ გაუთავებელი მუშაობით და დასვენება გსურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ? მაშინ მომენტალური სესხი თქვენთვის არის განკუთვნი
უპროცენტო სესხები

უპროცენტო სესხები

სწრაფი სესხები პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, სწორედ ამიტომ საკრედიტო კომპანიებმა დაიწყეს პირველი სესხის უფასოდ გაცემა. რას ნიშნავს უფასოდ გაც

 

რა სახის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკენი საქართველოში?

საქართველოს ბანკი გვთავაზობს ხუთი ტიპის ანაბარს, ესენია:


ვადიანი ანაბარი, რომლის საშუალებითაც თქვენ მიიღებთ მაღალ სარგებელს ნებისმიერ დროს, ისევე როგორც ანაბრის ვადის დასაწყისში, ასევე ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად. ვადიანი ანაბრის გახსნისას მინიმალური შესსატანი 500 ლარს წარმოადგენს და ვადას 3-დან 24 თვემდე აირჩევთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ თქვენ შეგიძლიათ თანხის დაკონვერტირება სხვა ვალუტაში.


შეგროვებადი ანაბარი - ამ ანაბრის საშუალებით თანხის შეგროვებას მხოლოდ 10 ლარით დაიწყებთ, მაგრამ ანაბრის ვადის ბოლოს თქვენ სოლიდურ სარგებელს

საპროცენტო სარგებელი დაბალია

 მიიღებთ. ამ ანაბარზე თანხის დამატება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ასევე შეგიძლიათ თანხის სხვა ვალუტაში დაკონვერტირება, ისევე როგორც ვადიანი ანაბრის დროს. ანაბრის ვადაც იგივეა როგორც ვადიანი ანაბრის დროს, მაგრამ ანაბრიდან თანხის მოხსნის საკომისიო ზეროს წარმოადგენს.


საბავშვო ანაბარი - იზრუნეთ ბავშვის მომავალზე ! ამ ანაბრის გახსნისთვის თქვენ გჭირდებათ 10 ლარი, თანხას ამატებთ ნებისმიერ დროს, თანხას აკონვერტირებთ სხვა ვალუტაში და აქვე აღვნიშნავთ, რომ მისი სხვა უპირატესობა ისაა,რომ თუ სესხის აღებას გადაწყვეტთ, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებთ. ანაბრის მაქსიმალური ვადა არის ის დღე, სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება, ანუ 18 წლის, ხოლო თანხის შეგროვება შეგიძლიათ დაიწყოთ მაშინ, როცა ბავშვი 2 წლისაა. სარგებლის დარიცხვის სისტემა იდეალურად არის მოწყობილი, რომელიც არის ყოველწლიური. სარგებელი ირიცხება ყოველწლიურად და ემატება ძირეულ თანხას.


ელექტრონული ყულაბა - ირჩევთ გარკვეულ თანხის ოდენობას და როცა საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათით შეასრულებთ ნებისმიერ უნაღდო გადახდას ან საბანკო ოპერაციას, ბანკი გადარიცხავს თქვენს მიერ არჩეულ თანხას თქვენივე ანაბარზე, რის შემდგომ საპროცენტო სარგებელი ერიცხება ანაბარს.


√ მოთხოვნამდე ანაბარი - ეს არის უვადო ანაბარი, რომლის დაგროვებაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ვალუტაში. მისი პირველადი შენატანი კი 500 ერთეულს წარმოადგენს. თქვენ იწყებთ ანაბრის დაგროვებას ნებისმიერ დროს და უფლება გაქვთ გაიტანოთ ეს თანხა, როდესაც მოგესურვებათ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ანაბრის გახსნის, თანხის შეტანისა და თანხის გატანის სერვის ცენტრი ერთი და იგივეა ან თანხა შეიტანეთ თვითმომსახურების ტერმინალით. სხვა შემთხვევაში თანხის გატანის საკომისიო მინიმუმ 0.6%-ს წარმოადგენს.

თიბისი ბანკი იმავე ანაბრებს გვთავაზობს, რასაც საქართველოს ბანკი, თუმცა აქვს განსხვავებული ანაბრებიც, ამიტომ მათზე ვისაუბრებთ.


„ჩემი მიზანი“ ეს არის ანაბრის ტიპი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია აუჩქარებლად და მცირედი შენატანებით დააგროვოს საჭირო თანხა. ამასთან, ანაბარს თავად ურჩევს სახელსა და არგებს თავის მიზანს. მაგალითად, გსურთ ახალი ავტომობილი და ფულს ვერ აგროვებთ? შეგიძლიათ გახსნათ ეს ანაბარი, შეიტანოთ თანხა და მიიღოთ 10%-იანი სარგებელი. ამ ანაბრის პირველადი შენატანი არაფერს წარმოადგენს, ანუ ანაბრის გახსნა შეგიძლიათ პირველადი შენატანის გარეშე. თიბისი ბანკი ყოველშენატანზე მომხმარებელს ურიცხავს პროცენტს. ამ ანაბრის ვადაც 3-დან 24 თვემდე მერყეობს.

 

თიბისი ბანკის ვადიანი ანაბრები


√ თიბისი ბანკი ასევე გვთავაზობს ანაბარს „ჩემი სეიფი,“ რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ დააგროვოთ თანხა, მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი და ყოველთვის გქონდეთ წვდომა დაგროვილ თანხაზე.

 

ვითიბი ბანკის ვადიანი ანაბრები

ვითიბი ბანკი გვთავაზობს სამი ტიპის ანაბარს, ესენია: ვადიანი ანაბარი, ზრდადი ვადიანი ანაბარი და მოთხოვნამდე ანაბარი.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გავხსნათ ანაბარი?

წინა პარაგრაფში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ანაბარსა და მის დანიშნულებაზე, ახლა კი დავიწყებთ იქიდან, როდესაც მეანაბრე თანხას გადასცემს საფინანსო ორგანიზაციას, ადგენენ საუკეთესო ანაბარი Finpanda-სთან ერთანხელშეკრულებასა და ეს საფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია თანხა და საპროცენტო სარგებელი დააბრუნოს იმ ვადაში, რაც ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ეს ხელშეკრულება ვადაში შედის, იმ მომენტიდან, როდესაც მეანაბრე თანხას აძლევს კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას. საფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მეანაბრეს გადასცეს სერთიფიკატი ან მეანაბრის წიგნაკი, რომელიც დაადასტურებს მეანაბრის მოთხოვნის უფლებას ამ საფინანსო ორგანიზაციის მიმართ. ახლა კი წარმოგიდგენთ ძირითად საჭირო დოკუმენტაციას, რადგან განსხვავებულ საქმიანობის ადამიანებზე განსხვავებული დოკუმენტებია საჭირო.

  • განაცხადი ანგარიშის გახსნის შესახებ
  • კლიენტის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი
  • კლიენტის წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუში
  • წესდება




 

ბლოგი

ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყო...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულე...

გაგრძელება