აუზები ზაფხულში ყველაზე კარგი ვარიანტია დასვენებისთვის, გართობისა და გაგრილებისთვის. მით უმეტეს, მაშინ როდესაც ის საკუთარ ეზოში გაქვთ. როცა ზაფხულში გაგრილება გსურთ, გასაბერი აუზები კარგი გამოსავალია.
ძალიან ხშირად შეხვდებით კარკასულ აუზებს აგარაკებსა და მოზრდილ ეზოებში. კარკასული აუზები უფრო ხელსაყრელია, ვიდრე სხვა ტიპის აუზები. ეს იმიტომ, რომ შედარებით დიდხანს ძლებს და მოსავლელად მარტივია, არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას.
გასაბერი აუზები საშუალებას მოგცემთ ზაფხულის ცხელ დღეებს თავი დააღწიოთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად ისიამოვნოთ. გაატაროთ დაუვიწყარი დრო. რა თქმა უნდა, აუზის ზომა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ადამიანების ტევადობაც ამაზეა დამოკიდებული და ისიც, თუ რამდენად თავისუფლად შეგეძლებათ ბანაობა აუზში.
თითოეული აუზის ფასი განსხვავებულია. მათი ფასები დამოკიდებულია ზომაზე, ფორმაზე, ხარისხსა და მასალაზე. ის, თუ რა ღირებულების აუზს შეიძენთ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც დაბალ ფასიანი, ასევე ისეთი, რომელსაც შედარებით მეტი რესურსი სჭირდება.
თუ თქვენ კონკრეტულ მომენტში არ გაქვთ საშუალება შეიძინოთ ნაღდი ანგარიშსწორებით ეს არანაირ დაბრკოლებას არ შეგიქმნით. დღესდღეობით უამრავ ნივთზე შეგიძლიათ გააკეთოთ განვადება. თქვენი სურვილების ასასრულებლად საუკეთესო ვარიანტია. ზაფხულის ცხელ დღეებში ეზოს აუზები ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და კარგი გამოსავალია.
აუზები განსაკუთრებულად მოსწონთ მოზარდებსა და ბავშვებს. ისინი გრილდებიან, ამასთან ერთად კი თანატოლებთან ერთად საუკეთესო დროს ატარებენ. მაშინ, როდესაც ვერ ახერხებთ ქალაქგარეთ წასვლას, ან დასვენებას აუცილებლად უნდა იქონიოთ გასაბერი აუზი. ზაფხულში ნამდვილად რთულია გაგრილების გარეშე.
ყველა ტიპის აუზი განსხვავდება ფორმით, ზომითა და მასალით. მათი შერჩევა თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ყველა ტიპის აუზს აქვს თავისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რათა საბოლოო შენაძენით უკმაყოფილო არ დარჩეთ.
აუზების მცირე ჩამონათვალი:
ასაწყობი აუზები ძირითად შემთხვევაში საშუალო ან შედარებით პატარაა, რომლის როგორც აწყობა, ასევე დაშლაა შესაძლებელი. ყველა აუზს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. შესაბამისად, არც ასაწყობი აუზი ჩამორჩება და აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მის სისუფთავეს.
გასაბერ აუზებს უფრო ხშირად იყენებენ ისეთ ადგილებში, სადაც ფართობი არის მცირე. სხვა ტიპის აუზებთან შედარებით უფრო კომპაქტურია. მისი გაბერვაც და შენახვაც არის შესაძლებელი ნებისმიერ დროს.
ცნობილია, რომ ეზოს აუზები ზაფხულში ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი პროდუქტია. აქედან გამომდინარე, გარკვეული მაღაზიები ხშირად სთავაზობენ ფასდაკლებებს თავიანთ ერთგულ მომხმარებლებს. იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ფასდაკლებები თქვენს საყვარელ პროდუქტზე თვალი ადევნეთ სხვადასხვა მაღაზიის შემოთავაზებებს.
რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც უნდა გაითვალისწინოთ აუზის შერჩევამდე:
შეგიძლიათ მაღაზიები დაათვალიეროთ ჯერ ონლაინ და შემდეგ გადაწყვიტოთ რომელ მაღაზიაში შეიძენთ. მიაქციეთ ყურადღება შეფასებებს. მომხმარებლების უმეტესობა თავიანთ კმაყოფილებას ასე გამოხატავს. შესაბამისად, მაღაზიის რეიტინგიც ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნდებით, რომ ნამდვილად სანდოა და ხარისხიანი.
საბოლოო გადაწყვეტილებამდე სანამ მიხვალთ მოგიწევთ რამდენიმე ეტაპის გავლა. ყველა მათგანი აუცილებელი და გასათვალისწინებელია, რადგან შენაძენით უკმაყოფილო არ დარჩეთ.