აიღეთ ავტო სესხი Finpanda-ს დახმარებით. ჩვენ დაგეხმარებით გონივრული არჩევანის გაკეთებაში და გაგიმარტივებთ სასურველი ავტომობილის შეძენის პროცესს.
ავტო სესხი გთავაზობთ შეიძინოთ ახალი ან ძველი ავტომობილი მაშინ, როცა თანხა არ გყოფნით. ბანკები საშუალებას გაძლევენ აიღოთ კრედიტი იმ პირობებით, რომლებიც ავტომობილის შესაძენად ან ჩამოსაყვანად გჭირდებათ. ეს არის სესხი მანქანის უზრუნველყოფით. მაგალითად, თუ უკვე გყავთ ავტომობილი და მეორის ყიდვა გსურთ, კრედიტი უზრუნველყოფილია იმ ავტომობილით, რომელიც გყავთ ან, რომლის ჩამოყვანაც გსურთ. თანხის არ გადახდის შემთხვევაში კრედიტორს სრული უფლება აქვს თქვენი ავტომობილის რეალიზაციის, ანუ მანქანის ჩამორთმევის.
კრედიტის არ დაფარვის შემთხვევაში ხდება ავტომობილის რეალიზაცია, ამისგან თავის ასარიდებლად კი საჭიროა:
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ავტომობილებს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ. ბევრი ადამიანისთვის მის გარეშე ცხოვრება მარტივად რომ ვთქვათ, წარმოუდგენელია, რადგან მანქანა არამარტო გადაადგილების, არამედ კომფორტისა და სიამოვნების მიღების საშუალებაცაა. გყავს მანქანა? ესე იგი არ გიწევთ სამარშრუტო ტაქსების ლოდინი, არც უამინდობაში გიწევთ გადაადგილება და თქვენ უბრალოდ დამოუკიდებელი ხდებით. ამ სიამოვნებისთვის თქვენ მოგიწევთ მარტივი პროცედურების გავლა:
სესხის აღება ავტომობილის შესაძენად, თქვენ შეგიძლიათ ორი მეთოდით, პირველი ეს არის ონლაინ და მეორე, ეს არის ფილიალში მისვლით.
ონლაინ სესხის აღების შემთხვევაში თქვენ შედიხართ თქვენთვის სასურველ საკრედიტო ორგანიზაციის ვებ გვერდზე, ავსებთ ანკეტას, რაც ძირითადად მოიცავს თქვენი პირადობის ნომერს, სახელს, გვარს, ელ-ფოსტას, ტელეფონის ნომერსა და თანხას. ასევეა იმ შემთხვევაშიც, თუ კი თქვენ ფილიალში ესტუმრებით სესხის მისაღებად.
მანქანის მდგომარეობის შემოწმება მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა წლოვანება, გამართულობა და აქვს თუ არა რამე დაზიანება, ვინაიდან მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ავტომობილის ღირებულების დადგენა. როგორც სხვა სესხების შემთხვევაში შედგება გრაფიკი და ამ გრაფიკის მიხედვით იხდით ძირეულ თანხასა და პროცენტს, ასევეა ავტო სესხით სარგებლობის დროსაც. შესაძლებელია სესხის წინსწრებით დაფარვაც.
ვინაიდან ეს სესხი ფართო მასშტაბიანია და ამ სესხს დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს, საფინანსო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ უფრო მარტივი და მარტივი გახადონ ამ სესხით სარგებლობა, აქედან გამომდინარე, სესხის მიღება ონლაინ არის შესაძლებელი და ის საშუალოდ 30 წუთში მტკიცდება.
ავტო სესხს, ბევრი საერთო აქვს სხვა სესხებთან, მაგრამ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად თუ თქვენ იღებთ იპოთეკურ სესხს, თქვენ დაგჭირდებათ მესამე პირი, რომელიც ვალდებული იქნება თუ კი თქვენ ვერ გადაიხდით, მაგრამ ავტო სესხით სარგებლობის დროს თქვენ არ გჭირდებათ თავდებში მდგომი პირი.
პირველი ფაქტი, რომელიც გასათვალისწინებელია ავტო სესხის აღებამდე არის ის, რომ თქვენ დაზუსტებით უნდა იცოდეთ და გაანალიზებული უნდა გქონდეთ როდის შეძლებთ ამ კრედიტის დაფარვას. რა თქმა უნდა, მოკლევადიანი სესხით სარგებლობის შემთხვევაში უფრო ნაკლებს იხდით, მაგრამ იხდით ერთდროულად, გრძელვადიანი სესხით სარგებლობისას კი იხდით გაცილებით დიდ თანხას, მაგრამ ნელ-ნელა. ამიტომ, უნდა დაფიქრდეთ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი როგორ გამოიყენოთ სესხის დასაფარად. დავუშვათ, ყოველთვიური ხელფასი გაქვთ 1000 ლარი და აიღეთ 3000 ლარიანი სესხი 12 თვიანი ვადით, პროცენტით გადასახდელი გაქვთ 3120 ლარი. ყოველთვიურად მოგიწევთ 260 ლარის გადახდა. თუ იმავე რაოდენობის სესხს აიღებთ 4 თვიანი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთი ნაკლები იქნება და საერთო ჯამში, ვთქვათ 3060 ლარი გექნებათ გადასახადი, ყოველთვიურად მოგიწევთ 765 ლარის გადახდა. შედეგად მარტივი არ იქნებათქვენი ხელფასიდან დარჩენილი 235 ლარით გაიტანოთ მთელი ერთი თვე.
ჩვენ ადამიანები ვართ და ხშირად მოგვდის შეცდომა ასეთ რამეში. გვჭირდება გარკვეული ოდენობის თანხა, მაგრამ შეგვიძლია ვისესხოთ მეტი, რატომღაც გვგონია, რომ თუ გვაქვს შანსი ავიღოთ მეტი თანხა, ავიღებთ და გამოვიყენებთ შემდგომ, მაგრამ გვავიწყდება ერთი ფაქტორი, რომ დიდი ოდენობით სესხის აღება მეტ ყოველთვიურ გადასახადს გულისხმობს. ავტო სესხი არ განეკუთვნება იმ სესხების კატეგორიას, რომელიც 0% იან საპროცენტო დანამატს გვთავაზობს, მაგალითად 0% იანი სესხით სარგებლობის შემთხვევაში აიღებთ თანხას და ზუსტად იმავე ოდენობას აბრუნებთ, ანუ 5000 ლარი რომ აიღოთ, და გჭირდებოდეთ მხოლოდ ამ თანხის ნახევარი, დარჩენილ ნახევარს გამოიყენებთ ამ სესხის დასაფარად და წაგებაში არ წახვალთ, მაგრამ პროცენტის შემთხვევაში ეს არ მოქმედებს, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არასდროს ისესხოთ იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდებათ!
იყავით მომთმენი! ჩვენ, ვიღლებით და ხშირად, იმის ენერგიაც არ გვაქვს, რომ ხელშეკრულების პირობებს გავეცნოთ, რაც ძალიან სამწუხაროა. მოიკრიბეთ გონება, დაწვრილებით წაიკითხეთ თითოეული პუნქტი და გაანალიზეთ ისინი. დაფიქრდით, ხომ არ შეიცავს რისკს ან ცუდად ხომ არ იმოქმედებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.
როგორც უკვე მოგახსენეთ ავტო სესხით სარგებლობა და თანხის განსაზღვრა ხდება ავტო ექსპერტის მიერ შეფასების შემდგომ. რაოდენობა დამოკიდებულია ავტომობილის მარკაზე, წლოვანებასა და მის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მარტივად რომ ვთქვათ სესხის ოდენობა ისაზღვრება ინდივიდუალურად.
ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...
გაგრძელებაბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...
გაგრძელება