ავტო ლომბარდი Finpanda-ს დახმარებით ძალიან მარტივი და სწრაფი სერვისია. ჩვენი საიტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიების შემოთავაზებებს, შეადაროთ ისინი ერთმანეთს და გააკეთოთ სწორი არჩევანი.
ავტო ლომბარდი - მიიღეთ თანხა მარტივად და სწრაფად მანქანის ტარების უფლებით
ავტო ლომბარდი თანხის მიღების საუკეთესო საშუალებაა მაშინ, როდესაც თანხა ძალიან გჭირდებათ და არ გყოფნით იმის დრო, რომ სხვადასხვა სახის საბუთები მოაგროვოთ და სხვა ტიპის სესხი აიღოთ. საფინანსო ორგანიზაციები გვთავაზობენ ვისარგებლოთ ავტოლომბარდით როგორც ფილიალში მისვლითა და განაცხადის შევსებით, ასევე ონლაინ რეჟიმით. სესხის დასამტკიცებლად დიდი ხნით ლოდინი არ მოგიწევთ, რადგან საშუალოდ ერთი საათი სჭირდება. თანხას იღებთ ავტომობილის უზრუნველყოფით და რას ნიშნავს ეს - კომპანიების უმრავლესობა გვთავაზობს თანხას იმ შემთხვევაშიც თუ კი ავტომობილს თქვენ მართავთ, მაგრამ ამ პირობით, ძირითადად, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით იტვირთებით, მაგრამ თუ დააყენებთ ავტომობილს ავტოსადგომზე, მოგიწევთ ნაკლები თანხის გადახდა. უზრუნველყოფა კი არათუ ავტომოფილის გადაფორმებით, არამედ გირავნობით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის არ დაფარვის შემთხვევაში თქვენი კუთვნილი ავტომობილი გახდება ლომბარდის საკუთრება და გასაყიდი მანქანა.
რა უნდა ვიცოდეთ ავტოლომბარდის შესახებ?
ავტოლომბარდი საქართველოში გავრცელებული ფორმაა თანხის მისაღებად. როგორც წინა პარაგრაფში აღვნიშნეთ, თანხის უზრუნველსაყოფად ავტომობილს დებთ გირავნობით, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სესხის დროულად არ დაფარვის შემთხვევაში, მსესხებლები სრულუფლებიანნი არიან ჩამოგართვან მანქანა. საკმაოდ ბევრია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც გვთავაზობენ ავტოლომბარდს თბილისში. ახლა კი წარმოგიდგენთ იმ სიას, რაც უნდა გავითვალისწინოთ ავტო ლომბარდით სარგებლობისას.
საპროცენტო განაკვეთი. ალბათ, დამეთანხმებით თუ რა როლს თამაშობს პროცენტი სესხის დაფარვაში. ეცადეთ, შეარჩიოთ ისეთი კომპანია, რომელიც შედარებით დაბალ პროცენტს გთავაზობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ მაღალი პროცენტის დაფარვა, რაც თქვენს ფინანსურ მხარეზე აისახება და თანხის არ გადახდის შემთხვევაში თქვენი კუთვნილი მანქანა/მანქანები გახდება ავტო ლომბარდით გასაყიდი მანქანა/მანქანები.
რა საბუთების წარდგენაა საჭირო ავტო ლომბარდებში?
სესხის არჩევის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქნილობასა და სისწრაფეს. დღესდღეობით ავტო ლომბარდები გვთავაზობენ უმარტივეს მომსახურებას, რაც ავტო ლომბარდის ერთ-ერთ დადების მხარეს წარმოადგენს. რაში მდგომარეობს უმარტივესი მომსახურება? არ გჭირდება სახელფასო ამონაწერი და ათასი სხვა ცნობა, რათა ეს სესხი აიღოთ! თქვენ გჭირდებათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მანქანის ტექნიკური პასპორტი.
რა პროცედურების გავლაა საჭირო, რომ ვისარგებლოთ ავტო ლომბარდით?
როგორც უკვე მოგახსენეთ, ავტო ლომბარდით სარგებლობა ზედმეტად მოქნილი და კომფორტულია. რაში მდგომარეობს მისი კომფორტულობა?
სესხის დამტკიცების შემთხვევაში თქვენ წარადგენთ პირადობასა და ავტომობილის ტექნიკურ პასპორტს, რის შემდეგაც კრედიტად იღებთ მოპოვებულ თანხას.
რა დრო სჭირდება თანხის მიღებას?
განაცხადის შევსებიდან ელოდებით პასუხს, ხშირ შემთხვევაში არა უმეტეს 1 საათისა.
ხოლო თანხის მიღების დრო დამოკიდებულია იმაზე თუ როდის იღებთ სესხს, მაგალითად, ზოგი კომპანია არ მუშაობს შაბათ-კვირას და თუ პარასკევის საღამოს შეავსებთ განაცხადს ორშაბათამდე მოგიწევთ ლოდინი.
ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...
გაგრძელებაბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...
გაგრძელება