ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი. აღნიშნული ვალუტით მიმდინარეობს ვაჭრობა, რომლის ყველა ოპერაცია ხდება ინტერნეტის მეშვეობით. თავდაპირველად, ადამიანების დიდი ნაწილი განიცდიდა ინფორმაციის ნაკლებობას სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე.
უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია კრიპტოს სამყაროში, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, თუ გეგმავთ კრიპტოთი ვაჭრობას, მის შეძენას ან გამოყენებას.
ჩვეულებრივ, მათი შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ბირჟაზე. ბიტკოინი და არამარტო, ყველა კრიპტო არის ზრდადი, შესაბამისად, ადამიანების უმრავლესობა დღემდე ჩართულია მათში ინვესტიციების გაკეთებაში.
bitcoin არის პირველი კრიპტოვალუტა, რომელიც 2008 წელს გამოიცა. ბიტკოინის ფასი 2022 წელს თვალსაჩინო იყო, რადგან სხვა დანარჩენი ვალუტების ფასი ბიტკოინისგან განსხვავებით არ გამოირჩეოდა. კურსი არის ყოველთვის ცვალებადი. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადა.
კრიპტო არ ექვემდებარება არანაირ ორგანიზაციას და მთავრობას. არცერთი მთავრობის გადაწყვეტილება არ ეხება მას, რადგან მოქმედებს დამოუკიდებლად. ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ მოვლენები სხვადასხვანაირად განვითარდეს და ინვესტირებული ფული დაკარგოთ, მაგრამ ამის მხოლოდ ალბათობა არსებობს. ბიტკოინის აპარატი თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ სასურველი ვალუტა.
ბიტკოინის კურსი ცვალებადია, ამიტომაც შეგიძლიათ ყოველდღიურად გადაამოწმოთ მის მიმართ ასახული ნებისმიერი ცვლილება.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი კრიპტოვალუტის შეძენა გსურთ, თითქმის ყველა შემთხვევაში მოგიწევთ ერთიდაიგივე ეტაპის გავლა. ესენია:
წარმოგიდგენთ კრიპტოვალუტის ბირჟებს, სადაც შეძლებთ შეძენას:
თუ არ იცით რომელი კრიპტოვალუტის შეძენა გსურთ, ყოველთვის ჯობია არ იჩქაროთ. ნაჩქარევი გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევაში საბოლოოდ უკმაყოფილოს დაგტოვებთ. როდესაც საქმე თანხას ეხება, ყველამ კარგად იცის, რომ სიფრთხილე აუცილებელია. მოიძიეთ ინფორმაცია, გაეცანით, შეადარეთ ერთმანეთს და შემდეგ გადაწყვიტეთ გიღირთ თუ არა ამ საქმეში ინვესტიციის ჩადება. როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს მას.