მიიღეთ იპოთეკური სესხი Finpanda-ს დახმარებით ხელსაყრელი პირობებით. შეადარეთ სხვადასხვა კომპანიების შეთავაზებები, პროცენტები, გადახდის დრო და სხვა პირობები მარტივად და სწრაფად.
საზოგადოებაში იპოთეკური სესხის მნიშვნელობა სხვადასხვანაირად ესმით. რა არის იპოთეკური სესხი და რით განსხვავდება ის სამომხმარებლო სესხისაგან? ამის შესახებ ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. გსურთ ახალი ბინის შეძენა ან აშენება? ამ შემთხვევაში ბანკები გთავაზობენ გრძელვადიან სესხს, რომელიც უძრავი ქონებით არის უზრუნველყოფილი, მაგალითად, აიღეთ დიდი რაოდენობის თანხა ბინის შესასყიდად, შემდგომ შეიძინეთ, მაგრამ ვერ ფარავთ სესხს, ბანკი სრულუფლებიანი ხდება, რომ რეალიზაცია მოახდინოს თქვენი ბინის.
საქართველოს ბანკი გვთავაზობს გრძელვადიან სესხებს, შემდეგი პირობით: თუ გსურთ ძველი ბინის გაყიდვა და ახლის ყიდვა, საშუალება გეძლევათ აირჩიოთ ორი ტიპის სესხი - პირველი, დროებითი სესხი, რომლის წყალობით არსებული ბინის მეშვეობით მოიპოვებთ სესხს და ძველი ბინის გასაყიდად ექვსი თვე მოგეცემათ ვადა, გაყიდვის შემდგომ დაფარავთ სესხის ნაწილსა და დარჩენილ თანხას გადაგინაწილებენ გარკვეული ვადით.
მეორე პირობა თქვენ შემოსავალზე იქნება დამოკიდებული და სესხს მიიღებთ მაქსიმუმ 15 წლის ვადით. გსურთ იპოთეკური სესხი, მაგრამ არ გაქვთ შემოსავალი? ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება, აიღოთ სესხი, მხოლოდ იმ პირობით თუ თქვენ გაქვთ ორი ან მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად თქვენ არ ხართ დატვირთული სესხის უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი საუბრობს.
საქართველოს ბანკი - „იპო+“ ამ სესხით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „offset” ფუნქციით და შეამციროთ სესხის პროცენტი მაქსიმუმ 2-ჯერ, მაგალითად გაქვთ გარკვეული ოდენობის თანხა, განათავსებთ offset ის ანგარიშზე და პროცენტი მხოლოდ დარჩენილ თანხას, ანუ მთლიან სესხს გამოკლებული offset-ზე განთავსებული თანხა, დაერიცხება. იპო+ ით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც აქვს ყოველთვიური, მინიმუმ 750 ლარიანი შემოსავალი და შეუძლია კრედიტის უზრუნველყოფა შესაძენი/გასარემონტებელი უძრავი ქონებით. სესხის მაქსიმალური ვადა 180 თვეა, ხოლო კრედიტი 3000 დოლარიდან იწყება (ან ეკვივალენტი ლარში).
გსურთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მაგრამ თქვენი შემოსავლები არ გყოფნით? ამ პრობლების გადასაჭრელად ეს პროგრამა დაგეხმარებათ. როგორც ზემოთ ვახსენეთ, სესხულობთ თანხას ახალი ბინის საყიდლად და ძველს ყიდით არაუმეტეს 6 თვეში, შემდეგ ფარავთ სესხის რაღაც ნაწილს და დარჩენილ ნაწილს გინაწილებთ ბანკი ყოველთვიურად, უზრუნველყოფისთვის ბანკში დებთ გასაყიდ და შესაძენ ბინას. კრედიტის ოდენობა 3000 დოლარიდან იწყება.
ამ ტიპის სესხისთვისაც არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება, მხოლოდ რემონტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა გიწევთ. კრედიტის ოდენობა 1 კვ.მ-ზე 250 დოლარს შეადგენს და დაფარვის ვადა მაქსიმუმ 6 წელი გეძლევათ, პირველადი შენატანიც არ მოგეთხოვებათ, თუმცა ამ კრედიტის უზრუნველსაყოფად გასარემონტებელი ბინის ჩადება გიწევთ ბანკში.
საქართველოს ბანკი ამაშიც გვთავაზობს თავის პირობებს, ვინაიდან ამ ტიპის სესხისთვისაც არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება, თუმცა ამ შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მაღალია, ვიდრე დადასტურების შემთხვევაში. ამ ტიპის სესხისთვის კრედიტის დაფარვის ვადა 20 წელია და თავისდაზღვევის მიზნით შესაძენ ბინას დებთ იპოთეკაში.
მიკრო სესხი
ჩვენ ცხოვრებაში ხშირად გვაქვს ისეთი მომენტები, როდესაც ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მოულოდნელად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რისი გადახდის საშუალებაც არ
სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე
საქართველოს ფინანსურ ბაზარზე არსებობს მრავალი კრედიტ კომპანია, რომელიც გვთავაზობს ონლაინ სესხს საკრედიტო ისტორიის გარეშე. ეს ფაქტორი ბევრ კომპანიას ეხმარება პოპულარიზ
მომენტალური სესხები
დღესასწაული მოდის, აღნიშვნა გსურთ, დაიღალეთ გაუთავებელი მუშაობით და დასვენება გსურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ? მაშინ მომენტალური სესხი თქვენთვის არის განკუთვნი
უპროცენტო სესხები
სწრაფი სესხები პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, სწორედ ამიტომ საკრედიტო კომპანიებმა დაიწყეს პირველი სესხის უფასოდ გაცემა. რას ნიშნავს უფასოდ გაც
თიბისი ბანკი - ისევე როგორც საქართველოს ბანკი, გვთავაზობს ოფსეტ ფუნქციას იპოთეკურ სესხზე, ეს არის საშუალება, რითაც ხდება სესხზე დასარიცხი პროცენტის დაანგარიშება. ამის გარდა მათ აქვთ:
თიბისი ბანკი ასევე გვთავაზობს ახალ იპოთეკურ სესხს „FX in Gel.”
გაინტერესებთ რა უპირატესობები აქვს ამ სესხს? პირველ რიგში თქვენ იღებთ სესხს უცხოურ ვალუტაში და იხდით ლარში.
ლიბერთი ბანკი საშუალებას გვაძლევს, ვისარგებლოთ „მარტივი იპოთეკური სესხით“ და „იაფი იპოთეკური სესხით“
მარტივი იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი ხარჯების დაფარვა, რაც გულისხმობს გაცემის საკომისიოს, მომსახურების საკომისიოს, წინსწრებით დაფარვის საკომისიოსა და სხვა სახის საკომისიოს. ამ სესხის აღება, როგორც უძრავი ქონების შესაძენად, გასარემონტებლად ან ასაშენებლად გსურთ, ასევე შეგიძლიათ აიღოთ სხვა იპოთეკური სესხის გადასაფარად და პირობების გასაუმჯობესებლად. თქვენ იხდით მხოლოდ პროცენტს, რომელშიც შედის როგორც ძირეული თანხა, ასევე პროცენტი.
იაფი იპოთეკური სესხი გვთავაზობს სესხს, რომელსაც გააჩნია როგორც ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო გადასახადი, რომელიც იწყება 13 პროცენტიდან, ასევე ბონუს პროდუქტები უფასოდ. სესხის მოცულობა 5000 ლარიდან იწყება და 300000-მდე მთავრდება. ამ სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვისაც ყოველთვიური ხელფასი მინიმუმ 800 ლარი აქვს. ვადა მერყეობს 6-დან 180 თვემდე. რას მოიცავს ბონუს პროდუქტი?
ამ სესხით სარგებლობისაც თქვენ გეძლევათ მულტისავალუტო ანგარიში, საბანკო ბარათი „Visa Gold – MasterCard Gold,” პრემიალური Sმარტივი ბარათი, მოთხოვნამდე ანაბარი „პატრიოტი,“ რომელზეც ბანკი ყოველწლიურად 7%-იან სარგებელს დაურიცხავს.
ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...
გაგრძელებაბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...
გაგრძელება