კრედო 22 წელია საქართველოს 11 რეგიონში სთავაზობს მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის სერვისს. იგი უზრუნველყოფს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს საჭირო თანხებით.
რა შემოთავაზებები აქვს კრედოს?
კრედო, როგორც უკვე ვთქვით, დიდი ხანია ქართულ ფინანსურ ბაზარზეა. შესაბამისად, ის ცდილობს თავის კლიენტებს რაც შეიძლება მრავალფეროვანი სერვისი შესთავაზოს. სესხები, დღესდღეობით ერთ-ერთიმ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია; სწორედ ამიტომ, კრედოს აქვს სესხები ნებისმიერი საჭიროებისა და მიზნისათვის:
მოდით მოკლედ ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე, რათა უკეთ მივხვდეთ რომელი მომსახურება მეტად ხელსაყრელია ჩვენთვის.
ბიზნეს სესხები საუკეთესო შემოთავაზებაა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისათვის. ამ კრედიტის მეშვეობით შესაძლებელია გააფართოვონ ბიზნესი და მიიღონ მოქნილი ფინანსური მომსახურება; გარდა ამისა მიიღებენ:
სესხები ლარში მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის სთავაზობს 10 000 ლარამდე სესხის მიღებას, გირაოს გარეშე. თუმცა ეს ყველა შემოთავაზება არ არის:
სესხის მიზნობრიობის კუთხით, შეიძლება გამოიყენოთ როგორც ბიზნესის განსავითარებლად, ისე სწავლის დასაფინანსებლად და ზოგადად, ნებისმიერი აუცილებლობის დასაკმაყოფილებლად.
აგრო ბიზნეს სესხი კრედიტით უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებს, როგორც ლარში, ისე დოლარში. რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, ის შეიძლება გამოიყენოთ ისეთი აქტივობებისთვის, როგორიცაა:
ნეო სესხი გათვლილია მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულ თანამშრომლებზე, რომელთაც ხელფასი არ ერიცხებათ, რაც საშუალებას არ აძლევდა ესარგება საბანკო მომსახურებებით.
იმისათვის, რომ ნეო სესხი ან განვადება მიიღოთ, საჭიროა:
ამ ტიპის სესხი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ 40 000 ლარამდე თანხა, 60 თვის ვადით, ნებისმიერი საჭიროებისათვის.
ტურისტული ბიზნეს სესხები მათთვის არის, ვინც ამ სფეროში აპირებს განვითარებას და მეტი რესურსის მოძიებას. ამისათვის კრედო სთავაზობს მათ:
Start Up სესხი მცირე ბიზნესის წამოსაწყებად იდეალური შემოთავაზებაა. თქვენ გეძლევათ თანხა 36 თვემდე ვადით, საშეღავათო პერიოდით და შემცირებული საპროცენტო განაკვეთით.
ამ ტიპის სესხის მიზნობრიობაც მორგებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე: მისი გამოყენება შეიძლება როგორც აგროკულტურის მოსაშენებლად, ისე მაღაზიის ან საოჯახო სასტუმროს დასაწყებად და ა.შ.
სწრაფი სესხი სთავაზობს მომხმარებელს 6000 ლარამდე თანხას, 36 თვის ვადით და დამატებითი 6 თვემდე საშეღავათო პერიოდით.
სტუდენტური სესხი, როგორც სახელიდანაც ჩანს, განკუთვნილია უშუალოდ სტუდენტებისათვის და სთავაზობს მათ 750 ლარიდან 9000 ლარამდე თანხას 8 წლამდე ვადით. მისი თავისებურება კი ისაა, რომ ის საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ძირი თანხის დაფარვა დაიწყოს სწავლის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.
კიდევ ერთი საინტერესო შემოთავაზება კრედო ბანკისაგან არის განვადება:
განვადების პირობები სრულიად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე და არ მოითხოვს სახელასო ცნობას ან პირველად შენატანს.
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რომ კრედო ორიენტირებულია აგრო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. სწორედ ამიტომ, ის სთავაზობს კლიენტებს მოსავლის დაზღვევას. ამ მომსახურებით სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს ნებისმიერ ზარალს, რომელიც შეიძლება გმაოიწვიოს სტიქიურმა უბედურებებმა, თუ სხვაასხვა ტიპის ამინდის ცვლილებამ.
კრედო ბანკს, როგორც ვხედავთ, ბევრი შემოთავაზება აქვს მომხმარებლისათვის, რაც ართულებს შესაფერისი მომსახურებების შერჩევას. იმისათვის რომ ეს პროცესი გაგიადვილდეთ და დრო არ დახარჯოთ არსებული შემოთავაზებების შესწავლაში, ეწვიეთ Finpanda-ს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა სერვისი და ერთმანეთს შეადაროთ ფინანსურ ბაზარზე არსებული წინადადებები. ფინპანდა თქვენს მაგივრად სწავლობს არსებულ პირობებს და შემოთავაზებებს და მუდმივად აანალიზებს მათ. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ იპოვოთ სწორედ ის კრედიტორი და ის სერვისი, რომელიც კონკრეტულად თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული.