შეიძინეთ სასურველი ნივთი ყველაზე მარტივად!

Finpanda-ს დახმარებით, შეადარეთ ერთმანეთს ონლაინ მაღაზიები და შეიძინეთ ნებისმიერი ნივთი უპრობლემოდ!

შემოთავაზებები

1

Citrus.ge - აქ იპოვი ყველაფერს საუკეთესო არჩევანი

მაქს. თანხა: ₾
Citrus.ge - აქ იპოვი ყველაფერს შეიძინეთ ნივთი
დამატებითი ინფორმაცია

ონლაინ მაღაზია

თანამედროვე მსოფლიოში ონლაინ შოპინგი ძალიან განვითარებულია და ის ყოველდღიურად, უფრო პოპულარული ხდება. ყიდვა-გაყიდვა პროცესია, რომელიც ელექტრონული საშუალებების დახმარებით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და განვითარებას. 

ამასთან ერთად, დიდი გავლენა იქონია კოვიდ პანდემიის გავრცელებამ მთელს მსოფლიოში. იზოლაციაში ყოფნისას, ადამიანებმა შეისწავლეს სრულიად ციფრული ინდუსტრია და მთლიანად გადაერთნენ ონლაინ შოპინგზე.

ონლაინ მაღაზია არ მოიცავს მხოლოდ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან რაიმე კონკრეტულ ნივთს, არამედ ყველა საჭირო პროდუქტს. დრო და დრო კიდევ უფრო ფართოვდება ონლაინ მაღაზიების არეალი. ემატება ახალი და პატარა სტარტაპები, რომლებსაც საშუალება ეძლევათ მოიპოვონ ერთგული მომხმარებლები და გახადონ მათი მცირე ბიზნესი წარმატებული ინტერნეტის საშუალებით.

ცხადია, ონლაინ მაღაზიები საქართველოში მაქსიმალურად ცდილობენ მოერგონ მსოფლიო სტანდარტებს, რათა მიწვდნენ გლობალურ ბაზარს. ყოველწლიური მონაცემების გათვალისწინებით, ყველა ეტაპზე შესამჩნევად იცვლება ონლაინ მაღაზიების მომხმარებელთა რაოდენობა. შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია ყველა online magazia.

 

ონლაინ მაღაზიები თბილისში

საკმაოდ ბევრი მაღაზიაა თბილისში, რომლებიც მუშაობენ ონლაინ. ყველა მათგანს ძირითადად მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს. ცხადია, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ მაღაზიაზე. ყველა ქართული ონლაინ მაღაზია ცდილობს აუდიტორიის მოზიდვას. ისინი ძირითადად იყენებენ სოციალურ ქსელებს, მაგალითად:

  • Instagram;
  • Facebook;
  • TikTok;

 

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდ დროს სოციალურ ქსელებში ატარებენ, მათში გავრცელება და აქტიურობა ერთ-ერთი სასარგებლო და წარმატებული აღმოჩნდა. ყველა ქართული ონლაინ მაღაზია და არამარტო ქართული, იყენებს ამ ხერხს. ერთი სიტყვით, ყოველგვარ გზას მიმართავენ იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის მარტივად მისაწვდომი გახდეს მათი პროდუქტი. 

 

ონლაინ შოპინგი საქართველოში

ონლაინ შოპინგი საკმაოდ მარტივი და სწრაფი პროცედურაა, რომლისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტია საჭირო. მაღაზიებს აქვთ თავიანთი ვებ-გვერდები შექმნილი, სადაც განთავსებულია მათი პროდუქცია. ისინი ყიდიან ონლაინ, სადაც მოცემულია ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, მაგალითად პროდუქტისა და ფასის შესახებ.

სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ და მიიღოთ პროდუქტი. ყოველივე ამის მთავარი იდეაც მის კომფორტულობაში მდგომარეობს. დაზოგეთ დრო და ენერგია, იშოპინგეთ სახლიდან ნებისმიერ დროს. 

პროდუქტის შერჩევის შემდეგ, აუცილებელია ყველა პირობისა და პირადი ინფორმაციის უშეცდომოდ შევსება. ძირითად შემთხვევაში, პატარა შეცდომის დაშვების დროსაც, უქმდება მოთხოვნა და წარუმატებლად სრულდება შოპინგი.

შესაბამისად, თითოეული დეტალი ინფორმაციის მნიშვნელოვანია, რათა შეკვეთა გაფორმდეს.

 

ონლაინ მაღაზიების საიტები

პირველ რიგში, შერჩეული მაღაზია უნდა იყოს სანდო. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა რაიმე უსიამოვნებას ჰქონდეს ადგილი. აუცილებელია თანხის გადარიცხვა, მას შემდეგ, რაც ყველა დეტალი დაზუსტებული იქნება. 

უმეტესობას აქვს განვადება, რომლით სარგებლობაც შესაძლებელია სურვილის შემთხვევაში. განვადება მოისაზრებს თანხის გაყოფას, ანუ გადანაწილებას კონკრეტულ პერიოდზე. ის თუ რამდენ თვეზე, თუ წელზე გადანაწილდება თანხა დამოკიდებულია მყიდველის სურვილზე. არსებობს ორი სახის განვადება:

  • უპროცენტო;
  • ე.წ. პროცენტიანი;

პირველის შემთხვევაში, ძირითად ანუ პირველად თანხას არანაირი პროცენტი არ ემატება. თანხის დაფარვა ხდება ხელშეკრულების მიხედვით კონკრეტულ რიცხვში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დარღვეული.

ხოლო მეორე შემთხვევაში, არსებულ თანხას ემატება პროცენტი. პროცენტის რაოდენობა დამოკიდებულია პერიოდის ხანგრძლივობაზე, ანუ რაც უფრო დიდ ხანს გაიწელება თანხის გადახდა მით უფრო მეტი პროცენტი დაემატება.

აღნიშნულ პირობებს ყველა ბანკი სხვადასხვა წესებით სთავაზობს მომხმარებლებს. ბევრ მათგანს აქვს უპროცენტო განვადება, რაც ცხადია მომხმარებლისთვის უფრო მომგებიანია.