აპირებთ საკრედიტო ბარათის მიღებას და არ იცით რომელი ბარათი შეესაბამება თქვენს საჭიროებებს? ჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის გადაჭრაში, გაეცანით ინფორმაციას სხვაფასხვა საკრედიტო ბარათებზე და გააკეთეთ არჩევანი.
საკრედიტო ბარათი წარმოადგენს ორი საბანკო ბარათის გაერთიანებას, ანუ პლასტიკურ ბარათსა და სამომხმარებლო სესხს ერთ ბარათზე. საკრედიტო ბარათი არის პლასტიკური ბარათი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი, ინტერნეტით და გაანაღდოს კრედიტის თანხა.
ბარათს აქვს საკრედიტო ლიმიტი, ანუ კრედიტის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ინდივიდუალურად, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა საკრედიტო ლიმიტის გაზრდაც. ასევე, მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროსა და ვითარებაში, ნებისმიერი პერიოდულობით საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი.
საკრედიტო ბარათების მეტ წილზე მოქმედებს ეგრედ წოდებული „საშეღავათო პერიოდი,“ რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდების ბოლოს დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი.
არსებობს „TBC PrimeCard” ეს არის საკრედიტო ბარათი, რომლის აღებაც ძალიან მარტივია. თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე, ასევე თქვენი ასაკი ოცი წელი ან უფრო მეტი უნდა იყოს და ბოლოს, თქვენი შემოსავალი ყოველთვიურად 200 ლარს მაინც უნდა შეადგენდეს. შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, შეკვეთის დრო მაქსიმუმ 20 წუთს წაგართმევთ, რადგან ძალიან კომფორტულად არის მოწყობილი ონლაინ შეკვეთის სისტემა.
მიკრო სესხი
ჩვენ ცხოვრებაში ხშირად გვაქვს ისეთი მომენტები, როდესაც ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მოულოდნელად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რისი გადახდის საშუალებაც არ
სესხი საკრედიტო ისტორიის გარეშე
საქართველოს ფინანსურ ბაზარზე არსებობს მრავალი კრედიტ კომპანია, რომელიც გვთავაზობს ონლაინ სესხს საკრედიტო ისტორიის გარეშე. ეს ფაქტორი ბევრ კომპანიას ეხმარება პოპულარიზ
მომენტალური სესხები
დღესასწაული მოდის, აღნიშვნა გსურთ, დაიღალეთ გაუთავებელი მუშაობით და დასვენება გსურთ, მაგრამ საკმარისი თანხა არ გაქვთ? მაშინ მომენტალური სესხი თქვენთვის არის განკუთვნი
უპროცენტო სესხები
სწრაფი სესხები პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, სწორედ ამიტომ საკრედიტო კომპანიებმა დაიწყეს პირველი სესხის უფასოდ გაცემა. რას ნიშნავს უფასოდ გაც
ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ სხვადასხვა ბანკის საკრედიტო ბარათებსა და მათ ფუნქციებს.
საქართველოს ბანკი - გვთავაზობს სამი ტიპის საკრედიტო ბარათს, ესენია:
„Express Gold“
განთქმულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისი მოქნილობითა და კეთილდღეობით. მისი გამოყენებით თქვენ აგროვებთ MR ქულებს, მას ასევე ფასდაკლების პროგრამა გააჩნია და მაღალი კლასის დაზღვევა. ამ ბარათით თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ტრანსპორტის ფული, დაფაროთ კომუნალური გადასახადები როგორც ბანკომატით, ასევე ინტერნეტით. „Gold Card-ის“ საკრედიტო ლიმიტი ოცი ათასს წარმოადგენს, მისი წლიური საკომისიო კი 180 ლარია. თუ თქვენ გსურთ ამ ბარათის აღება, მაშინ თქვენ უნდა იყოთ 22-დან 65 წლამდე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ თქვენ ხართ ოცი ან ოცდაერთი წლის, თქვენც შეგიძლიათ გოლდ ქარდის აღება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არანაკლებ სამი თვის ჩართული ბრძანდებით საქართველოს ბანკის სახელფასო პროგრამაში. გოლდ ქარდის აღებისთანავე თქვენ დაგერიცხებათ 2000 MR ქულა.
Gold Card-ისგან განსხვავებით, მისი წლიური საკომისიო 85 ლარს შეადგენს, დაბალია ასევე საკრედიტო ლიმიტი, რომელიც 6000 ლარს წარმოადგენს, ასევე განაღდების ლიმიტი, რომელიც 1500 ლარია, ან მისი ეკვივალენტი შესაბამის ვალუტაში. მისი აღება შესაძლებელია 22 წლიდან, ისევე როგორც გოლდ ქარდის შემთხვევაში, მაგრამ ამჯერად თქვენი ხელფასი 1000 ლარს უნდა აჭარბებდეს. ამ ბარათის აღებისთანავე თქვენ დაგერიცხებათ 1000 MR ქულა.
ეს არის შედარებით ნაკლები პრივილეგიების მქონე ბარათი, მისი აღების შემთხვევაში თქვენ არ დაგერიცხებათ და ვერ დააგროვებთ MR ქულებს, თუმცა ამ საკრედიტო ბარათის შეკვეთა გაცილებით მარტივია, რადგან ამ შემთხვევაში თქვენ არ გჭირდებათ,რომ ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარს აღემატებოდეს, რადგან სულ რაღაც 300 ლარია საჭირო. მისი საკრედიტო ლიმიტი გაცილებით დაბალია სხვა ექსპრეს ბარათებთან შედარებით, რომელიც 2000 ლარია, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ის მხოლოდ ერთვალუტიანია, ანუ ერთანგარიშიანი (ლარი), თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ბარათის წლიური საკომისიო 25 ლარს წარმოადგენს.
თიბისი ბანკს - აქვს ლოიალური პროგრამა, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზეა გათვლილი და მასში გაწევრიანებულია თიბისი ბანკის ყველა კლიენტი, რომელიც სარგებლობს სადებეტო ან საკრედიტო ბარათით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პროგრამაში გაწევრიანებას რეგისტრაცია არ სჭირდება. არსებობს ოთხი ტიპის საკრედიტო ბარათი, პირველი არის ერთგული ბარათი კლასიკი, მეორე გოლდი, მესამე პლატინუმი და მეოთხე საკრედიტო უკონტაქტო სტიკერი. ამ ბარათების გამოყენებით თქვენ გერიცხებათ ქულები. რა თქმა უნდა ქულების დარიცხვა თითოეულ ბარათზე განსხვავებულად მოქმედებს, მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ „ერთგული პლატინუმი“ თქვენ დაგერიცხებათ გადახდილი თანხის 1%. თუ იყენებთ „გოლდს“ მაშინ დაგერიცხებათ 0.75%, ხოლო კლასიკის შემთხვევაში გერიცხებათ 0.5% ლოიალური ქულა.
გაინტერესებთ როგორ გროვდება ლოიალური ქულები, სად შეიძლება ქულების დაგროვება ან როდის ხდება დარიცხვა? ქულებს აგროვებთ ყველა სავაჭრო ობიექტში თიბისი ბანკის პოს ტერმინალზე ბარათით გადახდისას. უნაღდო ანგარიშსწორებით დაგროვილი ქულები გერიცხებათ ყოველდღიურად. რაც შეეხება პროგრამიდან გასვლას, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ამ პროგრამის დატოვება შემდეგნაირად: ბანკის ნებისმიერ ფილიალში განაცხადის მიმართვის გზით, სატელეფონო სერვის ცენტრის საშუალებითა და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, თუმცა სანამ პროგრამას დატოვებდეთ გაითვალისწინეთ, რომ თუ ბარათზე დაგროვილი გაქვთ ქულები, პროგრამიდან გასვლის შემდეგ ანულირდება და თუ მეორედ მოგესურვებათ ერთგულის პროგრამაში ჩართვა, მოგიწევთ ქულების ნულიდან მოგროვება.
გვთავაზობს ორი სახის საკრედიტო ბარათს, პირველი ეს არის ვიზა კლასიკი და მეორე, ვიზა გოლდი. რა თქმა უნდა ვიზა გოლდს მეტი პრივილეგია აქვს, მაგალითას კრედიტის ოდენობა, რომელიც 3000 ლარიდან 20000 ლარამდე წარმოადგენს, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 26%-ს. ვიზა კლასიკის შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%-ია, ხოლო კრედიტის ლიმიტი 500 ლარიდან იწყება და 2999-მდე შეადგენს.
საშუალებას გვაძლევს ავიღოთ „Next / Next Up” საკრედიტო ბარათი, რომელიც „ვიზა“ ტიპის საკრედიტო ბარათს წარმოადგენს. ამ ბარათების ასაღებად თქვენ გჭირდებათ 6 თვის სახელფასო ამონაწერი, ხელფასის ცნობა და პირადობის მოწმობა. ამ ბარათების სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ გერიცხებათ ტერაბაიტები, მაგალითად, გააკეთეთ 500 ლარიანი ტრანზაქცია, თქვენ დაგერიცხებათ 496 ტერაბაიტი, რადგან 1 ტერაბაიტი არის პირველი ხუთი ლარის, ხოლო შემდეგი ერთი ლარი ერთ ტერაბაიტს უდრის, ანუ გვრჩება 495 ლარი, რომელიც 495 ტერაბაიტს უდრის. დაგროვილი ტერაბაიტებით თქვენ შეგიძლიათ კომუნალური გადასახადების დაფარვა, ან ანგარიშის შევსება. 300 დაგროვილი ტერაბაიტი უდრის 1 ლარს. ნექსთ ბარათის შემთხვევაში საკრედიტო ლიმიტი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნექსთ აფ-ის. აქვე აღვნიშნავთ, რომ თითოეული ბანკის საკრედიტო ლიმიტი განიხილება ინდივიდუალურად.
ეთერიუმი დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარულ...
გაგრძელებაბიტკოინი ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თ...
გაგრძელება