სწრაფი სესხები 20 წლიდან პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ კომპანიები იყოფა 2 ნაწილად. პირველი ნაწილი იმ აზრზეა, რომ ადამიანი სრულწლოვანებას როდესაც მიაღწევს, აქვს სრული უფლება იმის, რომ შეუზღუდავად ისარგებლოს საბანკო მომსახურეობით, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ სესხისთვის 18-დან 21 წლამდე მომხმარებლები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ზოგიერთ მათგანს საკრედიტო ისტორიაც არ აქვს და არავინ იცის როგორი გადახდის უნარიანობით გამოირჩევიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ონლაინ სესხები 20 წლიდან მაინც პოპულარობით სარგებლობს და მის პოპულარულობაზე სამი ფაქტორი მოქმედებს:
რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებამდე?
მიუხედავად იმ დადებითი მხარის, რაც აქვს სწრაფ სესხს, გააჩნია უარყოფითი მხარეც. რა არის მისი უარყოფითი მხარე? ამ პარაგრაფში ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ საკითხზე და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოგცეთ სწორი რჩევები. პირველ რიგში, დაწვრილებით უნდა გაეცნოთ რა პირობებს გვთავაზობს ესა თუ ის საკრედიტო კომპანია. მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ჯარიმის ოდენობა და ფარული ხარჯები. რას მოიცავს ფარული ხარჯი? ფარული ხარჯი არის საკრედიტო კომპანიის თანხის გაცემისა და განაღდების საკომისიო, შესაძლებელია კომპანიას არ გააჩნდეს ფარული ხარჯი, რაც უფრო მომგებიანია თქვენთვის. მესამე ფაქტორი გეხებათ თქვენ, ხართ თუ არა გადახდის უნარიანი, რამდენად შეგწევთ იმის ძალა, რომ დროულად დაფაროთ სესხი და ბოლო ფაქტორი წარმოადგენს თქვენს სურვილს, სესხის აღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ ნამდვილად გჭირდებათ თანხა თუ არა. უნდა იცოდეთ, რომ სასურველი თანხის მისაღებად სწრაფი სესხი არის უკანასკნელი გამოსავალი და არ უნდა ისესხოთ იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდებათ, თუნდაც ამის საშუალებას გაძლევდეს საკრედიტო კომპანია. ვინაიდან, თანხის არ ან ვერ დაფარვის შემთხვევაში ცუდად აისახება საკრედიტო ისტორიაზე, რაც იმოქმედებს მომავალში თქვენსა და საფინანსო ორგანიზაციების ურთიერთობაზე.