ონლაინ სესხის გაცემა 18 წლიდან არც თუ ისე ხშირია, თუმცა დღესდღეობით არიან კრედიტორები, რომლებიც არ აწესებენ ასაკობრივ ცენზს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც საქართველოს მოქალაქე და სრულწლოვანია სთავაზობენ ისარგებლონ სწრაფი სესხის მომსახურეობით.
მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყაროს ტემპებიდან გამომდინარე სწრაფი და ეფექტური შემოთავაზებები ყოველთვის სარგებლობს პოპულარობით. მათ რიგს მიეკუთნება სწრაფი ონლაინ სესხი, რომლის აღებაც მცირე დროში, კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად შეუძლია მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ 18 წლის ხართ და გსურთ ისარგებლოთ აღნიშნული მომსახურებით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკრედიტო კომპანია თქვენგან მეტ დოკუმენტს მოითხოვს, ვიდრე, ვთქვათ, 32 წლის ადამიანისაგან მოითხოვდა. ასაკის სიმცირიდან გამომდინარე, კრედიტორს სჭირდება დამატებითი ცნობები შემოსავლების რაოდენობასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებით. ყოველივე ეს საჭიროა იმისათვის, რომ საკრედიტო კომპანიამ თავიდან აირიდოს ფინანსური რისკები და სწორად შეაფასოს თქვენი გადახდისუნარიანობა მანამ, სანამ სესხის თქვენს განაცხადზე დადებით ან უარყოფით პასუხს მოგაწვდით.
რა რაოდენობის თანხის მიღებაა შესაძლებელი?
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ტიპის რისკები 18 წლის ადამიანისათვის სესხის დამტკიცების შემთხვევაში, სწორედ ამიტომ, ამ ასაკობრივი კატეგორიისათვის გასაცემი თანხის ოდენობა მერყეობს 50-დან 300 ლარამდე. ეს სწორედ ის რაოდენობაა, რომელიც ნაკლებად არის იმის რისკის შემცველი, რომ მსესხებელი მას ვერ გადაიხდის.
აღნიშნული რაოდენობის თანხის მისაღებად თქვენ არ გჭირედბათ კრედიტის დამატებითად უზრუნვლყოფა თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ან მოძრავი ქონებით. გრძელვადიანი სესხების შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სესხის მოცულობა აღინიშნება ათასეულობით ლარში და გადახდის ვადებიც მეტია, კრედიტის უზრუნველყოფა აუცილებელი პირობაა.
ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სესხის გაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იყო სტაბილური შემოსავალი, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთ ვითარებაშიც კი შესაძლოა არ დაგიმტკიცდეთ სესხი, რადგან შრომითი ბაზარი საკმაოდ არასტაბილურია, შემოსავალი ცვალებადია და საკრედიტო კომპანია ვერ იქნება დარწმუნებული რომ შემდეგში გამოიმუშავებთ თუ არა საკმარის თანხას. ასეთ ვითარებაში, ქონების უზრუნველყოფით გაცემული კრედიტისას, კომპანია თავს იზღვევს და მისი პოზიცია უსაფრთხოა, რადგან სესხის დროულად დაუფარავობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჩადებული ქონების რეალიზაცია და გადასახდელი თანხის ამოღება.
ღირს თუ არა 18 წლიდან კრედიტის აღება?
მიუხედავად იმ კომპანიების სიმცირისა, რომლებიც სთავაზობენ მომხმარებელს 18 წლიდან კრედიტის აღებას, არჩევანი მაინც არის და აქ იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზე ყურადღების გამახვილებაც ღირს.
პირველ რიგში დასაფიქრებელია შეძლებთ თუ არა აღებული თანხის დაფარვას, თანაც მოცემულ ვადებში. განსაზღვრეთ რამდენად სტაბილურია თვენი შემოსავალი, რომ მოულოდნელად არ აღმოჩნდენ გადახდისუუნაროები. შემდეგი მნიშვნელოვანი ასპექტია საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსხვავებულია ყველა კრედიტორთან.
ამ საკითხებში უკეთ გასარკვევათ დაგეხმარებათ ‘finpanda’, რომელიც თქვენს მაგივრად შეაფასებს რისკებს და მოგაწვდით საუკეთესო შემოთავაზებას პირადად თქვენთვის.