მომენტალური სესხი იდეალურია მაშინ, როდესაც გსურთ რაიმე დღესასწაული აღნიშნოთ, გსურთ დაისვენოთ, მაგრამ საკმარისი თანხა იმ მომენტში არ გაქვს, როდესაც თანხა არ გყოფნით სასურველი ნივთის შესაძენად და მსგავსი ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად.
მომენტალური სესხით სარგებლობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია ის, რომ შეგიძლიათ ონლაინ ისარგებლოთ მსგავსი შემოთავაზებით. ასეთ დროს თქვენ არ გჭირდებათ ყველა იმ სტანდარტული ეტაპის გავლა, რაც ბანკში მიმართვის შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა; თქვენ არ მოგიწევთ რიგში დგომა, თავმდების მოძიება, ამონაწერების წარსდგენა, ან ნებისმიერი რამ, რაც შეაფერხებდა თანხის მიღებას. თქვენ უბრალოდ უნდა მოიძიოთ შესაბამისი კომპანია, განაცხადი ონლაინ შეავსოთ და დაელოდოთ 30 წუთის განმავლობაში, რათა თქვენთვის ხელსაყრელ ანგარიშზე თანხა დაჯდეს. ყოველივე ამისათვის საჭიროა იყოთ 20 წელზე მეტის, გქონდეთ სტაბილური შემოსავალი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, თამამად შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ მოსახერხებელი სერვისით.
რა არის საჭირო მომენტალური სესხის ასაღებად?
ონლაინ რეჟიმში მსგავსი მომსახურების მიღება რამდენიმე წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო, თუმცა მოგვიანებით დაარსდა კომპანიები, რომლებმაც მომხმარებლებს შესთავაზეს სწრაფად და მარტივად სესხის აღება, სახლიდან გაუსვლელად. დღესდღეობით, საქართველოს ფინანსური ბაზარი მრვალფეროვნებით გამოირჩევა და ცდილობს მოქალაქეებს შესთავაზოს რაც შეიძლება მეტად მოსახერხებელი და ხელსაყრელი პირობა.
კონკურენციის მატებამ განაპირობა ის, რომ უამრავ კომპანიას, რომელიც მომენტალურ სესხს სთავაზობს მომხმარებელს, განსხვავებული შემოთავაზებები აქვს: გასაცემი თანხის რაოდენობა, დაფარვის პერიოდი, საპროცენტო განაკვეთი, საკომისიო გადასახადი, ჯარიმების სისტემა, სამომხმარებლო პირობები და ა.შ. როგორც ხედავთ, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, სანამ კრედიტორ კომპანიას აირჩევთ. გარდა ამისა, არსებობს ბევრი ფარული ხარჯი, რომელიც შესაძლოა ცალსახად ნათელი არ იყოს კომპანიის პირობების გაცნობის ეტაპზე, თუმცა მოგვიანებით იჩინოს თავი. სწორედ ამ ნიუანსებში გარკვევაში გეხმარებათ ‘Finpanda’, რომელიც მოგცემთ საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს, სწორ მიმართულებებს და თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ რისკებს.
მეტად კონკრეტულად რომ ვისაუბროთ მომენტალური სესხის აღების პროცედურულ ხარეზე, პირველ რიგში ეწვიეთ არჩეული კომპანიის საიტს, შეავსეთ განაცხადი შემდეგი პუნქტებით:
მნიშვნელოვანია თითოეული ანკეტა შეავსოთ ყურადღებით, რადგან უნდა გახსოვდეთ, რომ მცირე უზუსტობაც კი შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ თანხა ვერ მიიღოთ.
განაცხადის შევსებიდან 30 წუთში მიიღებთ პასუხს სესხის დამტკიცების თაობაზე და თუ პასუხი დადებითი იქნება, იდენტიფიკაციის მიზნით თქვენი ანგარიშიდან კრედიტორი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხავთ სიმბოლურ თანხას, ერთ თეთრს, რის შემდეგაც თქვენთვის სასურველი თანხა დაგიჯდებათ იმ ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებთ ანკეტის შევსებისას და რომლიდანაც გადააგზავნით თანხას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მიზეზი შესაძლოა რამდენიმე იყოს, თუმცა ყველაზე ხშირად ეს დაკავშირებულია მომხმარებლის საკრედიტო ისტორიასთან.
რა უნდა ვიცოდეთ სანამ მომენტალურ სესხს ავიღებთ?
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რადენად მოსახერხებელია მომენტალური სესხი მაშინ, როდესაც მცირე თანხები გჭირდებათ საყოფაცხოვრებო სურვილების დასაკმაყოფილებლად, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ რიგი რჩევები მანამ, სანამ სესხის აღებას გადავყვეტთ:
‘Finpanda’ მუშაობს იმისათვის, რომ თქვენ უკეთ და უფრო ეფექტურად აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი კომპანია. ჩვენ ვეცნობით კრედიტორი კომპანიების პირობებს, შემოთავაზებებს, ვაანალიზებთ მათ და გირჩევთ თქვენ.