სესხის კალკულატორი ორი ძირითადი მიზნისათვის გამოიყენება: მისი დახმარებით Finpanda-ზე ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს შეადარონ სესხები, აგრეთვე შესაძლებელია საპროცენტო ხარჯისა და საერთო ღირებულების გამოთვლა, სესხით სარგებლობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში.
როგორ ვისარგებლოთ სესხის კალკულატორით?
მოდით განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც კრედიტორის საიტზე გვინდა სესხის განაცხადის შევსება. ასეთ დროს, მოცემულ სესხის კალკულატორზე:
ჩამოთვლილი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სესხის კალკულატორი გვიჩვენებს ზუსტ თანხას, რაც უნდა გადავიხადოთ ყოველთვიურად, აგრეთვე სესხის დარჩენილ ბალანსს.
ეს მომსახურება საშუალებას აძლევს მომხმარებელს მკაფიოდ და კონკრეტულად წარმოიდგინოს, თუ რა ოდენობის თანხა ექნება დასაფარი, აგრეთვე თავიდან ააცილებს ფარულ ხარჯებს, რადგან სესხის კალკულატორი წარმოაჩენს გადასახდელ თანხებს სრულიად. ასე, კლიენტს თავიდანვე ექმნება წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხელსაყრელია მისთვის ესა თუ ის ფინანსური ოპერაცია.
რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სესხის არჩევისას?
ყველაზე მნიშნველოვანი, რაც სესხის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, არის განსხვავებული პირობების მქონე შემოთავაზებების შედარება. გარდა ამისა, უნდა გვახსევდეს სესხის რეალური ღირებულება:
ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ არ არის ყველაზე ‘იაფი’ კრედიტის ნიშანი - მთავარია ეფექტური საპროცენტო განაკვეთით ოპერირება.
რას გვთავაზობს ფინპანდას სესხის კალკულატორი?
ზემოთ უკვე ვისაუბრეთ კრედიტორი კომპანიების საიტზე არსებული სესხის კალკულატორების შესახებ. ახლა კი ვთქვათ, თუ რას გვთავაზობს ფინპანდა.
Finpanda ცდილობს გაგვიმარტივოს სესხის ძიებისა და აღების პროცედურები და საშუალებას გვაძლევს საიტის დახმარებით გავეცნოთ საჭირო ინფორმაციას:
გარდა ამისა, სესხის ძიების სისტემა, რომელიც ფინპანდას პირველივე გვერდზეა განთავსებული, საშუალებას იძლევა მარტივად იპოვოთ და შეადაროთ ფინანსურ ბაზარზე არსებული შემოთავაზებები. ამისათვის საჭიროა სესხის კალკულატორზე:
Finpanda მყისიერად შემოგთავაზებთ ყველა იმ კრედიტორსა და მომსახურებას, რომელიც თქვენს მიერ მოთხოვნილ თანხასა და გადახდის ვადებს შეესაბამება. გარდა ამისა, ‘დამატებიტი ინფორმაციის’ ღილაკზე დაქლიქების შემთხვევაში, მსესხებლის საიტზე გადასვლის გარეშე შეგიძიათ გაეცნოთ მათ ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს.
ფინპანდას სესხის კალკულატორი თავიდან აგარიდებთ თქვენთვის ხელსაყრელი ფინანსური პროდუქტის ძიების რუტინას და მისი დახმარებით შეძლებთ უმოკლეს ვადებში იპოვოთ ის შემოთავაზება, რომელიც იდეალური იქნება თქვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.