ელექტრონული კომერცია არის ვაჭრობის ის პროცესი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს.
თანამედროვე ცხოვრებაში შესამჩნევად განვითარდა ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, რომელიც ელექტრონული საშუალებების დახმარებით ხორციელდება. ყველაფერი ეს ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა გამოიწვია. დღეს ქართული და არაქართული კომპანიები ცდილობენ საკუთარი პროდუქტები სწორედ ინტერნეტის საშუალებით გაყიდოთ და ამით შემოსავალი მიიღონ.
ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად, ინტერნეტში ყიდვა-გაყიდვის პროცესი უფრო მარტივდება და მასზე მოთხოვნაც იზრდება.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ინტერნეტით ვაჭრობა იზრდება და მასში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება. ქვეყანაში ეს სექტორი ჯერ ათვისებული არ არის, ამიტომაც პოტენციალი საკმაოდ დიდია.
შეიძლება ითქვას, რომ ელექტრონული კომერცია საქართველოში ჯერ-ჯერობით პირველ ეტაპზეა. ონლაინ ვაჭრობა შესამჩნევად გაიზარდა 2020 წელს, პანდემიის პერიოდში. ცხადია, ეს გამოიწვია იზოლაციამ, ადამიანების მასობრივად ჩაკეტვამ, დისტანციამ, სავაჭრო ცენტრების აკრძალვამ და ა.შ.
მთავარი იდეა იყო ყველა არსებული არაციფრული დაწესებულების ე.წ გაციფრულება და ტრადიციული ყიდვა-გაყიდვის შეცვლა ონლაინ მომსახურებაზე.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ რამხელა წვლილი შეიტანა ამ ყველაფერმა ელექტრონულ კომერციაში. ადამიანები მასობრივად გადავიდნენ ვაჭრობაზე, რომელიც მიმდინარეობდა მხოლოდ ინტერნეტით. ერთგვარად, შესამჩნევად წაიწია წინ ელექტრონული ვაჭრობა პანდემიის დამსახურებით.
ამის მიუხედავად, საქართველოს ბაზარი სხვა ბევრად განვითარებული ქვეყნების ბაზარს მაინც ჩამორჩება. საერთო რაოდენობითაც და კონკრეტულად ერთი ადამიანის საშუალო წლიური დანახარჯითაც, რომელიც სხვა უცხოურ ქვეყნებში დაახლოებით 3-ჯერ მეტია.
ონლაინ ვაჭრობა პანდემიის შემდგომ პერიოდშიც გრძელდება. მეტიც, უამრავი ახალი ბიზნესი და სტარტაპი იქმნება, რომელიც მხოლოდ ელექტრონულ კომერციაზეა გათვლილი. დღესდღეობით, ადამიანების უმრავლესობა ცდილობს არსებული მინი თუ მზარდი ბიზნესი გააციფრულოს.
პანდემიის პერიოდში მათი გაციფრულება ე.წ ერთადერთი გზა იყო გადარჩენისთვის. რომ არა ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, უამრავი მათგანი დღეს უკვე აღარ იარსებებდა. ერთი სიტყვით, ყველაფერ ამან გარდამტეხი როლი ითამაშა ელექტრონულ კომერციაში.
როგორც უკვე ვახსენეთ, პანდემიის პერიოდმა გარდამტეხი როლი ითამაშა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იდეალურად შეისწავლა ინტერნეტ მაღაზიები და ონლაინ შოპინგი.
თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან გამარტივებულია სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ. ადრე, მცირე და დიდი ბიზნესები თითქმის საერთოდ არ იყენებდნენ ელექტრონულ კომერციას. დღეს კი ასეთი უამრავი ონლაინ მაღაზია არსებობს. მაგალითად, ფეხსაცმელების ონლაინ მაღაზია.
სხვადასხვა ტიპის მაღაზიებმა თავიანთი ვებ-გვერდები შექმნეს, სადაც განათავსეს საკუთარი პროდუქცია და გაყიდვებს ამის საშუალებით ზრდიან. ყველაფერი იმდენად განვითარდა და დაიხვეწა, რომ შეგიძლიათ სასურველი ნივთი სულ რამდენიმე წუთში შეიძინოთ.
ერთადერთი რამ, რაც საჭიროა, მხოლოდ ინტერნეტთან წვდომაა. შემდგომ, დაათვალიერებთ პროდუქციას მათ მიერ შექმნილ საიტებზე. ისინი იყენებენ უამრავ საშუალებას, რათა თქვენთვის მარტივად სანახავი და შესაძენი იყოს პროდუქტი. ანთავსებენ სოციალურ ქსელებშიც, მაგალითად:
სასურველი ნივთის შერჩევის შემდეგ, თუ გადაწყვეტთ შეძენას, აუცილებლად უნდა გაერკვეთ, ყიდულობთ თუ არა მას სანდო ვებ-გვერდზე. დღეს ხშირია შემთხვევები, როცა ინტერნეტში კომპანიები თაღლითური გზით თანხის მიღებას ცდილობენ. შესაბამისად, დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენს მიერ შერჩეული კომპანიის სანდოობაში.
როდესაც ამ ყველაფერში დარწმუნდებით, მოგიწევთ პირადი და საბანკო ინფორმაციის შევსება. ასევე, ზოგიერთ მაღაზიას აქვს განვადებით შეძენის მეთოდი, მაგალითად:
ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ძირითადი თანხა გადაანაწილოთ კონკრეტულ პერიოდზე და ისე გადაიხადოთ.
ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ, რომ პროცენტიანი განვადების შემთხვევაში, თავდაპირველ თანხას ემატება გარკვეული რაოდენობის თანხა. დეტალური ინფორმაცია ამ ყველაფერზე იქნება განთავსებული საიტზე, რასაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ.
უპროცენტო განვადების დროს კი არანაირი თანხა არ დაემატება არსებულ ღირებულებას. შესაბამისად, შეძენამდე გაეცანით ყველა დეტალს, რათა საბოლოოდ რაიმე პრობლემა არ შეგექმნათ გადახდასთან დაკავშირებით.
გადახდის მეთოდის შერჩევის შემდეგ, მოგიწევთ თქვენი პირადი მონაცემების შეყვანა შესაბამის ველში, ეს შეიძლება იყოს:
თუ თქვენ რჩეულ მაღაზიას აქვს მიტანის სერვისი, ნივთის ასაღებად არ მოგიწევთ სახლიდან გასვლა. პირდაპირ თქვენს მიერ შერჩეულ მისამართზე მოგაწოდებენ პროდუქტს.
მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს უკვე მომხმარებლების დიდ ნაწილს ბოლომდე აქვს გათავისებული ის კომფორტი, რასაც ონლაინ შოპინგი იძლევა. მაგალითად ის, რომ ნივთის შესაძენად არ უწევთ სახლიდან გასვლა, არც ასაღებად და ცხადია პროდუქტების დათვალიერებაც ვებ-გვერდზევე შეუძლიათ.
პანდემიის შემდეგ, რამაც სრულიად შეცვალა ელექტრონული კომერცია, რთული გახდა უარის თქმა მის კომფორტულობაზე. დღემდე, ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ სახლიდან გაუსვლელად ნივთების ყიდვა-გაყიდვას.
ცხადია, ბევრად ნაკლები ენერგია და დრო მიაქვს ამ ყველაფერს, ვიდრე შოპინგის იმ ტიპს, როცა თქვენ ფიზიკურად, ადგილზე მისვლა გიწევთ რაიმეს შესაძენად. სულ რაღაც რამდენიმე მაღაზიის დასათვალიერებლად შეიძლება ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მოგიწიოთ მისვლა. ესეც, რა თქმა უნდა, გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული - ნებისმიერი ტრანსპორტი მოითხოვს ხარჯს. ქალაქის საცობები უამრავ დროს დაგაკარგინებთ.
სწორედ ამიტომ გახდა ყველაზე კომფორტული ინტერნეტ მაღაზიები. შენთვის სასურველ დროს, მოთავსდი საკუთარ სახლში კომფორტულად და იშოპინგე ონლაინ. თავდაპირველად, უამრავ ადამიანს ეგონა, რომ ონლაინ მხოლოდ და მხოლოდ წვრილმანი ნივთების შეძენა იყო შესაძლებელი, მაგრამ არა. დღეს ინერნეტის საშუალებით, ისეთი პროდუქტის შეძენაც შეგიძლიათ, როგორიცაა ავეჯი.
თითქმის ყველა ავეჯის მაღაზიას აქვს ონლაინ სერვისი. შეძენის შემთხვევაში, ავეჯს თქვენს მიერ მითითებულ და სასურველ მისამართზე მოგიტანენ. ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ტექნიკა ინტერნეტ მაღაზიებში. ერთი სიტყვით, ეს შესაძლებლობა - ინტერნეტ მაღაზია უდიდეს კომფორტს გიქმნით.
თუ თქვენ არ იმყოფებით ქალაქში, ვერ ახერხებთ კონკრეტულ მომენტში ადგილზე მისვლას ან გაქვთ რაიმე პრობლემა, სწორედ თქვენთვის არის ონლაინ მაღაზია. ნებისმიერი ადგილიდან, თუნდაც სხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან შეიძენთ ნივთს და მიტანის სერვისის გამოყენებით ნებისმიერ ადგილზე მოგიტანენ.
შეადარე ინტერნეტ მაღაზიები და გააკეთე საუკეთესო არჩევანი Finpanda-ს დახმარებით
რა თქმა უნდა, რთულია სწრაფად ხარისხიანი და სანდო ინტერნეტ მაღაზიის შერჩევა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ბაზარზე უამრავი ონლაინ მაღაზიაა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის. სწორედ ამიტომ, Finpanda დაგეხმარებათ ინტერნეტ მაღაზიები ერთმანეთს მარტივად შეადაროთ და საუკეთესო არჩევანი გააკეთოთ.
Finpanda.com-ზე გაეცნობით სხვადასხვა ტიპის ინტერნეტ მაღაზიების შემოთავაზებებს, მათ პროდუქტებს, ფასებს და ა.შ. ასევე, საშუალება გექნებათ, აირჩიოთ ისეთი მაღაზია, რომელიც ნამდვილად სანდოა და იმედებს არ გაგიცრუებთ.