ონლაინ კრედიტი

ონლაინ კრედიტი

ონლაინ კრედიტები გეხმარებათ სწრაფად და მარტივად, დღის და თუნდაც კვირის ნებისმიერ დროს მოაგვაროთ თქვენი ფინანსური პრობემები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ ფინანსური ვალდებულება კრედიტის სახით, მაშინ მეტი ვარიანტი გაქვთ უკეთესი წინადადება მიიღოთ. ასე მაგალითად; სესხის პირველ ჯერზე აღების შემთხვევაში, საკრედიტო კომპანიების უმეტესობა 0%-იან სესხს გთავაზობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დააბრუნებთ ზუსტად იმ თანხას, რამდენიც მიიღეთ. გარდა ამისა, სწრაფი ონლაინ კრედიტის ასაღებად საჭირო არ არის იმ ფორმალობების დაცვა, რაც დაგჭირდებოდათ იმ შემთხვევაში თუ ბანკს მიმართავდით, საბუთებისა და დოკუმენტაციების სახით. აგრეთვე, თქვენ დაზოგავთ დროსა და ენერგიას, რადგან არ მოგიწევთ რიგებში დგომა; ნებისმიერი საჭირო პროცედურის გავლა შესაძლებელია ონლაინ. ერთადერთი რამ რაც უნდა გააკეთოთ, არის ბლანკის შევსება და გადაგზავნა, რის შემდეგაც თქვენ საჭირო თანხას უმოკლეს ვადაში მიიღებთ, თქვენთვის ხელსაყრელ ანგარიშზე.

უფრო კონკრეტულად, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ონლაინ კრედიტს?

ზემოთ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სწრაფი ონლაინ კრედიტების უპირატესობებზე, თუმცა მეტად ხაზგასმით უნდა აღინიშნოს სამი ძირითადი ასპექტი:

  • სესხის აღების სიმარტივე
  • მოქნილი, მომხმარებელზე გათვლილი პროცედურები
  • სისწრაფე

გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ თანხის დაფარვის დღეს თქვენ არ აღმოგაჩნდებათ საჭირო რაოდენობა, შეგეძლებათ გადაავადოთ და მოგვიანებით დაფაროთ სესხი.

პოზიტიური ასპექტების გარდა, არის რამდენიმე მნიშნველოვანი ნიუანსი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია, სანამ ონლაინ კრედიტის აღებას გადაწყვეტთ:

  • ონლაინ სესხის არ დაფარვით დაკისრებული ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, საკრედიტო ისტორია გაგიფუჭდებათ, რაც ნეგატიურად აისახება შემდგომში სესხების აღების შესაძლებლობაზე
  • საკრედიტო კომპანიები, მეტწილად, მოკლევადიან სესხს სთავაზობენ მომხმარებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის დაფარვა უნდა მოხდეს ერთ თვეში; წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავადებია შესაძლებელია, თუმცა დამატებითი გადასახადის დაკისრების შემდეგ. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ: იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებს უპროცენტო სესხს  N რაოდენობით, ეს გულისხმობს ერთი თვის განმავლობაში ამ N თანხის დაფარვას, ხოლო გადავადების საფასური იქნება მისი X%, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ თქვენ მოგიწევთ გადაიხადოთ N + X%.

როგორ შეიძლება ონლაინ სესხის აღება?

 

იმისათვის, რომ ონლაინ კრედიტი ავიღოთ, რამდენიმე მარტივი ეტაპია გასავლელი:

  • პირველ რიგში, საჭიროა არჩეულ საკრედიტო კომპანიის საიტზე რეგისტრაცია, რაც მოცემული ბლანკების შევსებით შემოიფარგლება
  • რეგისტრაციის გავლის დროს აუცილებელია ყურადღებით მოეკიდოთ შესავსებ ინფორმაციას და მაქსიმალური სიზუსტით მიუთითოთ თქვენი მონაცემები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ვერ მიიღოთ სასურველი თანხა.
  • იმისათვის, რომ საკრედიტო კომპანიამ თქვენი ანგარიშის იდენტიფიკაცია მოახდინოს, ისინი ხშირად ითხოვენ თქვენი საბანკო ანგარიშიდან მათ ანგარიშზე ერთი თეთრის გადარიცხვას
  • ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურების გავლის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში მიიღებთ პასუხს იმის შესახებ, დაკმაყოფილდა თუ არა თქვენი მოთხოვნა ონლაინ კრედიტის დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • დადებითი პასუხის შემთხვევაში, სასურველი თანხა ჯდება იმ ანგარიშზე, რომელსაც თქვენ მიუთითებთ

ანგარიშზე თანხის დარიცხვის გარდა, არიან კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ თანხის ხელზე მიღებას, რაც კომპანიის სერვის ცენტრში მისვლასა და თანხის ამ გზით განაღდებას მოიაზრებს. გარდა ამისა, შესაძლოა ID ბარათის მეშვეობით, ბანკომატიდან თანხის მიღება, ან ელექტრონული საფულის მეშვეობით თქვენი კუთვნილი სესხის გადმოცემა.

გჭირდებათ მეტი კონკრეტიკა ონლაინ კრედიტის ასაღებად?

ზემოთ რამდენჯერმე ხაზი გავუსვით ონლაინ სესხების მიღების სიმარტივეს, ბანკებისაგან განსხვავებით, როდესაც თქვენ არ გჭირდებათ ეწვიოთ ბანკის ფილიალს. იდგეთ რიგში ან თუნდაც თანხის გარეშე დარჩეთ მაშინ, როდესაც ქალაქგარეთ იმყოფებით და არ მიგიწვდებათ ხელი ეწვიოთ ბანკის ოფისს. სწორედ რომ ონლაინ კრედიტი აგარიდებთ თავიდან მსგავს სირთულეებს, მხოლოდ სამი ეტაპის გავლით:

  • შერჩეული კომპანიის საიტზე ირჩევთ საჭირო თანხას და დაფარვის ვადება
  • ავსებთ განაცხადს, რომელშიც უთითებთ ყველა ძირითად ინფორმაციას თქვენს შესახებ: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს. პირად ნომერს, სქესს, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპს და მობილურის ნომერს
  • იდენტიფიკაციის გავლის შემდგომ დაელოდებით პასუხს და მაქსიმუმ 30 წუთში შეიტყობთ პასუხს იმის შესახებ, დაგიმტკიცდათ თუ არა სესხი

 

 

რთულია შესაფერისი საკრედიტო კომპანიის მოძიება?

კონკრეტულად თქვენს საჭიროებებზე მორგებული ონლაინ კრედიტის შერჩევა არც თუ ისე მარტივია, თუ გავითვალისწინებთ საკრედიტო კომპანიების სიმრავლეს. თითოეულ მათგანს თავისი განსხვავებული პირობა და შემოთავაზება აქვს. Finpanda სწორედ ასეთ დროს გეხმარებათ ამომწურავი და სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში, რაც გაგიადვილებთ შეისწავლოთ საკრედიტო კომპანიების შემოთავაზებები.

პირველ რიგში, განსაზღვრეთ თუ რა თანხა გჭირდებათ და რა ვადებში შეძლებთ აღებული ონლაინ კრედიტის დაფარვას. ამ ორი ძირითადი ასპექტის დადგენის შემდგომ, მოიძიეთ ონლაინ სესხი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, რაც როგორც წესი, 3-დან 6 პროცენტამდეა.

რა უნდა იცოდეთ სესხის მიღებამდე?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ კრედიტის მიღებამდე, არის მისი მიზნობრიობა; ის, თუ რისთვის გესაჭიროებათ თანხა. იმ შემთხვევაში, თუ არც თუ ისე დიდი ოდენობაა საჭირო, თანაც სწრაფად, სწრაფი სესხი იდეალური ვარიანტია.

აგრეთვე, მიშვნელოვანია სესხის ტიპი, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი და ეს სრულიად დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე და იმაზე, თუ რა რაოდენობის თანხის აღებას გეგმავთ და რამდენ ხანში შეძლებტ დაფარვას.

სესხის დაფარვის პირობების შესწავლა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინოს წინსწრებით დაფარვის ან დაგვიანებით გადახსის შემთხვევაში ჯარიმის სახით.

და რაც მთავარია, შეეცადეთ სესხად არ აიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად გესაჭიროებათ.

შემოთავაზებები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია

სესხები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია
ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი

დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყველაზე სტაბილურ და პოპულარულ კრიპტოვალურ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი. აღნიშნული ვალუტით მიმდინარეობს ვაჭრო...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყოველდღიურობას და უამრავი ადამიანის ცხოვრებას.

...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულებრივ ემსახურებიან ყიდვა-გაყიდვას, მაგრამ მხოლოდ და...

გაგრძელება