ონლაინ კრედიტი მარტივად

ონლაინ კრედიტი მარტივად

ონლაინ კრედიტები კვირის ნებისმიერ დროს უყრუნველგყოფთ საჭირო თანხით და საშუალებას გაძლევთ მოაგვაროთ თქვენი ფინანსური პრობემები. დღესდღეობით ბევრი კრედიტორი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს საინტერესო პირობებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ ფინანსური ვალდებულება კრედიტის სახით, მაშინ მეტი ვარიანტი გაქვთ უკეთესი წინადადება მიიღოთ, მაგალითად ისეთი, როგორიცაა  სესხის პირველ ჯერზე 0%-ით აღება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დააბრუნებთ ზუსტად იმ თანხას, რამდენიც მიიღეთ.

ონლაინ კრედიტის კიდევ ერთი აშკარა უპირატესობაა ის, რომ მის ასაღებად საჭირო არ არის იმ ფორმალობების დაცვა დოკუმენტების შეგროვების სახით, რაც ბანკთან ურთიერთობის შემთხვევაში აუცილებელი პირობა იქნებოდა. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ ის დრო და ენერგია, რომელიც რიგებში დგომით უნდა დაგეხარჯათ. ონლაინ კრედიტი საშუალებას იძლევა ნებისმიერი საჭირო პროცედურა ონლაინ გაიაროთ, რაც ბლანკის შევსებით და გადაგზავნით შემოიფარგლება. ამის შემდეგა თქვენ საჭირო თანხას უმოკლეს ვადაში მიიღებთ იმ ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებთ.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ონლაინ კრედიტს?

ჩვენ უკვე მოკლედ მიმოვიხილეთ სწრაფი ონლაინ კრედიტების უპირატესობები, თუმცა მოდით მეტად კონკრეტულად გამოვყოთ სამი ასპექტი, რაც მას ახასიათებს:

  • სესხის მიღების სიმარტივე;
  • მოქნილი, კლიენტზე მორგებული პროცედურები;
  • სესხის მიღების სისწრაფე;

კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობად უნდა ითქვას, რომ შეგიძლიათ გადაავადოთ ან მოგვიანებით დაფაროთ სესხი, იმ შემთხვევაში თუ მოულოდნელად ვერ ახერხებთ ამის გაკეთებას.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დადებით ასპექტებზე, თუმცა აღვნიშნოთ რამდენიმე მნიშნველოვანი ნიუანსიც, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ონლაინ კრედიტის აღებამდე:

  • ონლაინ სესხის დროულად არ დაფარვით შესაძლოა საკრედიტო ისტორია გაგიფუჭდეთ, რაც აუცილებლად აისახება შემდგომში სესხების აღების შესაძლებლობაზე
  • ზემოთ უკვე ვისაუბრეთ სესხის გადავადებაზე და აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად საკრედიტო კომპანიები მოკლევადიან სესხს სთავაზობენ მომხმარებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის დაფარვა უნდა მოხდეს ერთ თვეში; ამ ვადაში თანხის არ დაფარვის შემთხვევაში გადავადებისათვის დამატებითი საზღაური წესდება. განვიხილოთ მსგავსი სიტუაცია უპროცენტო სესხის შემთხვევაში: დავუშვათ აიღეთ N რაოდენობის თანხა, რაც გულისხმობს ერთი თვის განმავლობაში ამავე რაოდენობით დაბრუნებას, ხოლო გადავადების საფასური იქნება მისი X%, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ თქვენ მოგიწევთ გადაიხადოთ N + X%.

როგორ შეიძლება ონლაინ სესხის აღება?

 

ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ ონლაინ კრედიტის სიმარტივესა და მოქნილ პროცედურებზე, თუმცა მოდით უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა ამ მომსახურებით სარგებლობისათვის:

  • უნდა დარეგისტრირდეთ არჩეული საკრედიტო კომპანიის საიტზე და შეავსოთ იქ მოცემული ბლანკები;
  • რეგისტრაციის გავლის დროს მაქსიმალურად ყურადღებით შეავსეთ პირადი მონაცემები
  • შემდეგ ეტაპზე, საკრედიტო კომპანიები თქვენი ანგარიშის იდენტიფიკაციის მიზნით ხშირად ითხოვენ თქვენი საბანკო ანგარიშიდან მათ ანგარიშზე ერთი თეთრის გადარიცხვას
  • სიმბოლური ერთი თეთრის გადარიცხვის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში მიიღებთ პასუხს იმის შესახებ, დაკმაყოფილდა თუ არა თქვენი მოთხოვნა ონლაინ კრედიტის დამტკიცებასთან დაკავშირებით
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგიმტკიცდებათ სესხი, სასურველი თანხა ჯდება იმ ანგარიშზე, რომელსაც თქვენ მიუთითებთ პირადი მონაცემების შეყვანისას

თქვენთვის სასურველი თანხის დარიცხვა შესაძლებელია არა მხოლოდ ანგარიშზე, არამედ არიან კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ თანხის ხელზე მიღებას კომპანიის სერვის ცენტრში მისვლით, ID ბარათის მეშვეობით, ბანკომატიდან თანხის მიღება, ან ელექტრონული საფულის მეშვეობით თქვენი კუთვნილი სესხის გადმოცემა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვისაუბრეთ ონლაინ კრედიტების სიმარტივეზე და ბანკების წინაშე უპირატესობაზე, მოდით კიდევ ერთხელ, უფრო დაწვრილებით ავხსნათ და აღვწეროთ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ სასურველი თანხის მისაღებად ცოცხალ რიგებში არ ვიდგეთ. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სამი ეტაპის გავლით:

  • თქვენს მიერ შერჩეული კომპანიის საიტზე მონიშნეთ საჭირო თანხა და დაფარვის ვადები
  • შეავსეთ განაცხადი, სადაც მიუთითებს ყველა ძირითად ინფორმაციას თქვენს შესახებ: სახელს, გვარს, სქესს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპს და მობილურის ნომერს
  • ჩამოთვლილი პროცედურების წარმატებით გავლის შემდგომ, დაელოდეთ პასუხს სესხის დამტკიცების შესახებ, რაც დაახლოებით 30 წუთს საჭიროებს.

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი საკრედიტო კომპანია?

საქართველოს ბაზარზე უკვე არაერთი სადრედიტო კომპანიაა და ბუნებრივია რთულია მათგან აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი, რომელთა პირობებიც ყველაზე უკეთ დააკმაყოფილებდა თქვენს მოთხოვნებს. თითოეულ მათგანს თავისი განსხვავებული პირობა და შემოთავაზება აქვს. Finpanda გეხმარებათ ამომწურავი და სასარგებლო ინფორმაცია მიღოთ საკრედიტო კომპანიების და მათი შემოთავაზებების შესახებ, რაც გაგიადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.

რა უნდა იცოდეთ სესხის მიღებამდე?

თავდაპირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ კრედიტის მიღებამდე, არის მისი მიზნობრიობა; ის, თუ რისთვის გესაჭიროებათ თანხა. ამის დადგენის შემდეგ თუ აღმოაჩენთ, რომ არც თუ ისე დიდი ოდენობა გესაჭიროებათ, თანაც სწრაფად, მაშინ სწრაფი სესხი იდეალური ვარიანტია. კრედიტის აღების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ თუ რა თანხა გჭირდებათ და რა ვადებში შეძლებთ დაფაროთ ფინანსური ვალდებულებები საკრედიტო კომპანიის წინაშე. მას შემდეგ, რაც ამ ორი ძირითად ასპექტს გამოარკვევთ, მოიძიეთ ონლაინ სესხი მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, რაც როგორც წესი, 3-დან 6 პროცენტამდეა.

მიზნობრიობაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა დავაკონკრეტოთ, რომ მიშვნელოვანია სესხის ტიპი, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი და ეს სრულიად დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე და იმაზე, თუ რა რაოდენობის თანხის აღებას გეგმავთ და რამდენ ხანში შეძლებთ დაფარვას.

ამასთან, გახსოვდეთ, რომ სესხის დაფარვის პირობების შესწავლა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი ხარჯები, გადასახადები, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინოს წინსწრებით დაფარვის ან დაგვიანებით გადახსის შემთხვევაში ჯარიმის სახით და რამაც შესაძლოა გაგიფუჭოთ საკრედიტო ისტორია.

შემოთავაზებები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია

სესხები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია
ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი

დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყველაზე სტაბილურ და პოპულარულ კრიპტოვალურ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი. აღნიშნული ვალუტით მიმდინარეობს ვაჭრო...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყოველდღიურობას და უამრავი ადამიანის ცხოვრებას.

...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულებრივ ემსახურებიან ყიდვა-გაყიდვას, მაგრამ მხოლოდ და...

გაგრძელება