დღესდღეობით გაიცემა სესხები 18 წლიდან. მართალია, რთულია მსგავსი სესხისა და კრედიტორის მოძებნა, მაგრამ საქართველოში მაინც არის რამდენიმე კომპანია, რომელიც არ ზღუდავს ასაკობრივ ზღვარსა და გასცემს სესხს 18 წლის პიროვნებაზე. ალბათ, მოგეხსენებათ თუ როგორი პოპულარულობით სარგებლობს სწრაფი სესხი, როგორი მარტივია მისი აღება ონლაინ რეჟიმით ან როგორი კომფორტულია. თუ ხართ 18 წლის და გსურთ სესხის აღება, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ საკრედიტო კომპანია თქვენგან უფრო მეტ დოკუმენტს მოითხოვს ვიდრე, დავუშვათ, 30 წლის ადამიანისგან. ეს დოკუმენტაცია რა თქმა უნდა თქვენ ფინანსურ მხარეს ეხება, მაგალითად: შემოსავლების ოდენობა, ხელფასის სტაბილურობა და სხვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკრედიტო კომპანია წონის არსებულ რისკებს და შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას სესხის დამტკიცებასა თუ უარყოფაზე.
საკრედიტო კომპანიები ძირითადად მცირე რაოდენობის სესხს გვთავაზობს კონკრეტულად ამ ასაკისთვის და ეს ოდენობა მერყეობს 50-დან 300 ლარამდე. ამ ლიმიტით სარგებლობისას საფრთხე ნაკლებია თანხის არ ან ვერ დაფარვის. ამ ოდენობის სესხისთვის თქვენ არ გჭირდებათ კრედიტის უზრუნველყოფა რაიმე უძრავი თუ მოძრავი ქონებით, განსხვავებით გრძელვადიანი სესხებისა, რომელთა კრედიტის მოცულობა ათასებს წარმოადგენს და ვადაც წლობით იზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შესაძლოა თქვენ გქონდეთ შემოსავალი, მაგრამ მაინც არ დაგიმტკიცდეთ სესხი, რადგან ცვალებადია შემოსავალი და არ ვიცით ხვალ და ზეგ საერთოდ გამოვიმუშავებთ რამეს თუ არა, მაგრამ ქონების უზრუნველყოფით საკრედიტო კომპანია წაგებაში არ რჩება, რადგან თუ დროულად ვერ დაფარავთ სესხს, მოხდება ჩადებული ქონების რეალიზაცია და ამ თანხას ამოიღებს კრედიტორი.