სწრაფი სესხები პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, სწორედ ამიტომ საკრედიტო კომპანიებმა დაიწყეს პირველი სესხის უფასოდ გაცემა. რას ნიშნავს უფასოდ გაცემა? თქვენ იღებთ კრედიტს და აბრუნებთ ზუსტად იმავე ოდენობის თანხას. საკრედიტო კომპანიები ამ პირობას გვთავაზობენ მხოლოდ 30 დღის ვადით, ანუ სესხის აღებიდან მხოლოდ 30 დღე გაქვთ იმისთვის, რომ დაფაროთ კრედიტი. 30 დღის გასვლის შემდეგ თქვენ მოგიწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა. მოგეხსენებათ სწრაფი სესხების სიმარტივესა და კომფორტულობაზე, თქვენ მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია და განაცხადის შევსება გესაჭიროებათ სასურველი თანხის მისაღებად. განაცხადის შევსებიდან სულ რაღაც 30 წუთში იგებთ პასუხს კრედიტის დამტკიცებასა თუ უარყოფაზე თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ მეილზე. საკრედიტო კომპანიების ძირითადი ნაწილი მოითხოვს 1 თეთრის გადარიცხვას მათ ანგარიშზე. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ იდენტიფიკაცია გაიაროთ და თანხა დაგიჯდეთ იმ ანგარიშზე, რომლიდანაც გადარიცხეთ 1 თეთრი.
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა უპროცენტო სესხი და საკრედიტო კომპანიებს მომხმარებელი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით არჩევდა, მაგრამ დღესდღეობით კომპანიები გვთავაზობენ სესხს საკომისიოსა და ზედმეტი ხარჯების გარეშე. ამ ტიპის სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის ასაკი მინიმუმ 20 წელს წარმოადგენს. ონლაინ რეჟიმისგან განსხვავებით მომხმარებელს შეუძლია ბანკისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციით სარგებლობა, თუმცა ამ შემთხვევაში კლიენტი დისკომფორტს განიცდის, რაც გამოიხატება ფილიალში მისვლით, რიგში დგომით, ცნობებისა და ამონაწერის მიტანით და შემდგომ უკვე პასუხის ლოდინით, რომელიც შესაძლოა საათობითაც კი გაგრძელდეს. სწრაფი სესხების კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს შეუძლია სესხის გადავადებაც, მართალია ეს დამატებით ხარჯს მოითხოვს, მაგრამ ეს არის მომსახურება, რასაც ბანკი არ გვთავაზობს.
სწრაფი სესხი არის სესხის ის ტიპი, რომელიც არ მოითხოვს მიზნობრიობას, მარტივად რომ ვთქვათ კომპანიები არ ინტერესდებიან რაში გამოიყენებთ მიღებულ თანხას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებული თანხა უნდა გაფლანგოთ. არსებობს შემთხვევები, როდესაც თანხა გჭირდებათ, მაგრამ ხელფასამდე ერთი კვირაა დარჩენილი ან რამდენიმე დღე, სწორედ ესეთი შემთხვევებისთვის არის მიზანშეწონილი სწრაფი სესხი. მაგალითად:
გასათვალისწინებელი ფაქტორებია ისიც, რომ თანხა არ უნდა აიღოთ იმ დროს, თუ კი მის დაფარვას ვერ შეძლებთ, ვინაიდან სესხის არ დაფარვა აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და მომავალში ვეღარ შეძლებთ სესხით სარგებლობას. შესაძლოა სასამართლომდეც მივიდეს საქმე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი დიდი თანხა გაქვთ გამოტანილი და საფინანსო კომპანიას უღირს სასამართლო პროცესისთვის გამოყოფილი ხარჯები.
საქართველოს ფინანსურ ბაზარზე მრავალი კომპანიაა, რომელიც სესხს გვთავაზობს და თითოეული მათგანი ცდილობს კლიენტზე მორგებული პირობების შექმნას, თითოეული სხვადასხვა პირობას გვთავაზობს, ამიტომ კარგად უნდა გაეცნოთ თითოეულს. პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოთ კომპანიის სანდოობა, შემდგომ მომხმარებელთა შეფასებები და ბოლოს, მათი პირობები. ამ ყველაფერში „Finpanda” დაგეხმარებათ და ზედმეტი ფიქრის გარეშე აგარჩევინებთ თქვენთვის განკუთვნილ კომპანიას. ჩვენი გუნდი მუშაობს თქვენთვის!
ეს კითხვები, ალბათ, ყველას გაგჩენიათ, რატომ გვთავაზობენ 0%-იან სესხებს, იქნებ რაიმე ფარული ხარჯები იმალება მის უკან, სანდოა ესა თუ ის კომპანია? ამ თემას სწორედ ამ პარაგრაფში განვიხილავთ. უპროცენტო სესხი, იგივე უფასო სესხი, არის მარკეტინგული გათვლა და გამოყოფილია ახალ მომხმარებლებზე, მარტივად რომ ავხსნათ, თითოეული კომპანია ცდილობს, რომ უფრო მეტი და მეტი მომხმარებელი ჰყავდეს. უპროცენტი სესხის უკან ფარული ხარჯი არ არსებობს, ანუ თანხის მიღებიდან ზუსტად ერთ თვეში აბრუნებთ იმავე ოდენობის თანხას, რომელიც ისესხეთ. ამ შემოთავაზებით სარგებლობა არ შეუძლია პირს, რომელმაც უკვე ისესხა გარკვეული ოდენობის თანხა იმ კომპანიიდან, რომელიც უფასო სესხს გვთავაზობს, მაგრამ აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს სხვადასხვა აქციებს. უპროცენტო სესხს, განსხვავებით სხვა ტიპის სესხებისგან, ახასიათებს მცირე მოცულობის თანხა, რომელიც მერყეობს 50-დან 300 ლარამდე. ვინაიდან, ახალ მომხმარებელს არ გააჩნია საკრედიტო ისტორია და რადგან საკრედიტო კომპანიას არ აქვს ინფორმაცია მის გადახდისუნარიანობასა და სანდოობაზე, დიდ თანხას ვერ ანდობს. თანხიდან გამომდინარე, ვადაც მოკლე პერიოდით ხასიათდება, რადგან ამ მიზერული თანხის დაფარვა ერთ თვეში შესაძლებელია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგიერთი კომპანია უფასო სესხს გასცემს იმ პიროვნებებზეც, რომელთა ასაკი 18 წელს წარმოადგენს.