უპროცენტო სესხი

უპროცენტო სესხი

სწრაფი ონლაინ სესხები საქართველოს ფინანსურ ბაზარზე დიდი პოპულარობით სარგებლოს, რამაც უბიძგა საკრედიტო კომპანიებს მომხმარებელს შესთავაზონ პირველი სესხის უფასოდ მიღება. უკეეთ გასაგებად, განვიხილოთ თუ რა მოიაზრება ‘უფასო’ სესხის ქვეშ; კლიენტი იღებს გარკვეული რაოდენობის თანხას და აბრუნებს ზუსტად იმდენივეს. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო კომპანიები ამ პირობით სარგებლობას მხოლოდ 30 დღით სთავაზობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის აღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაფაროთ თანხა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში ვერ მოახერხებთ ანგარიშსწორებას, დამატებითი ხარჯები დაგეკისრებათ.

როგორც იცით, სწრაფი სესხები მარტივი და კომფორტული საშუალებაა თანხის მიღების. ამისათვის მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია და განაცხადის შევსებაა საჭირო. ამ პროცედურების გავლიდან 30 წუთში, მობილურზე და ელექტრონულ მისამართზე, იღებთ პასუხს დაგიმტკიცდათ თუ არა კრედიტი. ამასთან, საკრედიტო კომპანიები, ძირითადად, ითხოვენ ერთი თეთრის გადარიცხვას მათ ანგარიშზე, მომხმარებლის პირადი ანგარიშიდან, რათა მოხდეს იდენტიფიკაცია და შემდგომში სასურველი თანხა აისახოს სწორედ იმ ანგარიშზე, რომლიდანაც გადაირიცხა სიმბოლური თანხა.

რა არის და როგორ ვისარგებლოთ უპროცენტო სესხით?

უპროცენტო სესხი ახალი შეთავაზებაა საქართველოს ფინანსურ ბაზარზე. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ არ არსებობდა მსგავსი მომსახურება და ასკრედიტო კომპანიის არჩევისას მომხმარებლეი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით ხელმძღვანელობდა.

დღესდღეობით, ეს მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რომლის ასაკიც შეადგენს მინიმუმ 20 წელს.

ონლაინ სესხების უპირატესობა ბანკებთან შედარებით ცალსახაა: საჭირო არ არის ფილიალში მისვლა და რიგში დგომა, ცნობების და ამონაწერების წარსდგენა, კრედიტის დამტკიცებასთან დაკავშირებული პასუხის ლოდინი და ა.შ. გარდა ამისა, შესაძლებელია სესხის გადახდის გადავადებაც, რომელიც მცირე საფასურით დაგეხმარებათ არ გააფუჭოთ საკრედიტო ისტორია და დაფაროთ თანხა მოგვიანებით.

როგორ გამოვიყენოთ სწრაფი სესხი ეფექტურად?

სწრაფი ონლაინ სესხების დადებითზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კრედიტორი კომპანიები არ ინტერესდებიან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი თანხის მიზნობრიობით, იმით თუ რაში სჭირდება ის კლიენტს. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს მის უმიზნოდ ხარჯვას და გაფლანგვას. არსებობს მთელი რიგი შემთხვევები, როცა ონლაინ კრედიტით სარგებლობა საუკეთესო გამოსავალია:

  • იმ შემთხვევაში თუ თანხა გჭირდებათ ახლა, მაგრამ ხელფასის აღებამდე გარკვეული დროა დარჩენილი, შეგიძლიათ აიღოთ უპროცენტო სესხი და ხელფასის დარიცხვისთანავე სრულიად დაფაროთ
  • თუ კომუნალური გადასახადები გაქვთ გადასახდელი და თანხა არ გყოფნით, შეგიძლიათ აიღოთ უპროცენტო სესხი, პირველ ჯერზე, დაფაროთ გადასახადები და შემდგომ გაისტუმროთ ხელასიდან
  • მაშინ, როდესაც გაუთვალისწინებელი ხარჯები გაქვთ, მაგალითად მწყობრიდან გამოსული ტექნიკა, რომელიც აუცილებლად გესაჭიროებათ და შესაკეთებლად თანხა არ გყოფნით
  • მიმდინარე გადასახადების არსებობის შემთხვევაში; როდესაც ბანკში გაქვთ შესატანი თანხა კრედიტის გადასაფარად და ამ ეტაპზე ხელზე არ გაქვთ საჭირო რაოდენობა

უნდა გახსოვდეთ, რომ თანხა არ უნდა აიღოთ, თუ არ ხართ დარწმუნებული რომ შეძლებთ მის გადაფარვას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხის არ დაფარვა ნეგატიურად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და მომავალში სირთულეები შეგექმნებათ ან საერთოდ ვეღარ შეძლებთ საჭირო თანხის მიღებას. გაფუჭებული საკრედიტო ისტორია და ინახება საერთო ბაზაში რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა ამისა, შესაძლოა საქმე სასამართლომდეც მივიდეს. ძირითადად ეს უკანასკნელი ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დასაბრუნებელი თანხის ოდენობა დიდია და კრედიტორს უღირს სამართლებრივი გზებით ვალის ამოღება.

როგორ შევარჩიოთ საკრედიტო კომპანია?

დღესდღეობით, საქართველოში ბევრი კომპანია უზრუნველყოფს კლიენტებს სწრაფი ონლაინ სესხებით. კონკურენციის გამო, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მომგებიანი პირობები შეუქნმამ თითოეულ მომხმარებელს. ერთის მხრივ ეს კარგია, თუმცა კლიენტისათვის რთულია იმის გარკვევა, თუ რომელი კრედიტორის არჩევა ჯობია, არსებული მრავალფეროვნების ფონზე.

პირველყოვლისა, საჭიროა კომპანიის სანდოობაში დარწმუნება, რაშიც დაგეხმარებათ მომხმარებელთა შეფასებები. შემდეგ გაეცანით პირობებს და შეადარეთ. უფრო მარტივად კი ამ საქმეში Finpanda დაგეხმარებათ, რომელიც თქვენს მაგივრად აწონ-დაწონის არსებულ შემოთავაზებებს და აგირჩევთ თქვენთვის ხელსაყრელ ვარიანტს.

რატომ სთავაზობენ კომპანიები მომხმარებლებს უპროცენტო სესხებს?

ის შეკითხვა, თუ რატომ გასცემენ კომპანიები უპროცენტო სესხებს, სრულიად ლეგიტიმური და ლოგიკურია. მომხმარებელს აინტერესებს, თუ რა იმალება ამ შემოთავაზების უკან, ითვალისწინებს თუ არა დამატებით, ფარულ ხარჯებს, რამდენად სანდოა კომპანია, რომელიც მსგავს შემოთავაზებას იძლევა და ა.შ? სწორედ ამ საკითხზე ვისაუბროთ მეტად კონკრეტულად.

უპროცენტო სესხი პირველ რიგში, მარკეტინგული სვლაა, რომელიც მიმართულია ახალი კლიენტების მოძიებაზე. უფრო მარტივად რომ ვთვათ. თითოეული კომპანია ორიენტირებულია მეტი და მეტი ახალი კლიენტის მოძებაზე. აღნიშნულ მომსახურებას, უპროცენტო სესხს, არანაირი ფარული ხარჯი არ გააჩნია და შეთანხმების მიხედვით, თქვენთვის საჭირო თანხის მიღების შემდეგ ერთ თვეში აბრუნებთ იმავე რაოდენობას, რაც ისესხეთ. 

მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ ამ შეთავაზებით სარგებლობა შეუძლებელია იმ პირისათვის, ვისაც უნდა აქვს ან ჰქონია გარკვეული რაოდენობის თანხა აღებული აღნიშნული საკრედიტო მკომპანიიდან. თუმცა, ასეთ შემთხვევაში კომპანიები სთავაზობენ სხვადასხვა აქციას, ერთგულ, კეთილსინდისიერად გადამხდელ მომხმარებლებს.

ბუნებრივია მსგავს ხელსაყრელ შემოთავაზებას აქვს თავისი შეზრუდვები, მაგალითად მცირე მოცულობის თანხა, რომელიც როგორც წესი დამახასიათებელია უპროცენტო ტიპის სესხისათვის და მერყეობს 50-დან 300 ლარამდე. ამას ლოგიკური საფუძველი აქვს, რადგან გასათვალისწინებელია, რომ ახალ მომხმარებელს არ გააჩნია საკრედიტო ისტორია და მისი გადახდისუნარიანობა უცნობია საკრედიტო კომპანიისათვის; შესაბამისად, კრედიტორი მას დიდ თანხას ვერ ანდობს და სთავაზობს იმდენს, რამდენის გადახდაც შესაძლებელი იქნება პოტენციური მომხმარებლისათვის. გამომდინარე იქედან რომ სესხის ოდენობა მცირეა, მისი დაბრუნების ვადაც ხანმოკლეა და 30 დღით შემოიფარგლება. 

უფასო სესხის მომსახურებით, ზოგიერთი კომპანიის მეშვეობით, შეუძლიათ ისარგებლონ 18 წელს მიღწეულ პირებსაც.

 

 

 

 

 

შემოთავაზებები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია

სესხები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია
ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი

დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყველაზე სტაბილურ და პოპულარულ კრიპტოვალურ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი. აღნიშნული ვალუტით მიმდინარეობს ვაჭრო...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყოველდღიურობას და უამრავი ადამიანის ცხოვრებას.

...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულებრივ ემსახურებიან ყიდვა-გაყიდვას, მაგრამ მხოლოდ და...

გაგრძელება