მიკრო სესხი

მიკრო სესხი

ჩვენ ცხოვრებაში ხშირად  გვაქვს ისეთი მომენტები, როდესაც ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მოულოდნელად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი ხარჯები, რისი გადახდის საშუალებაც არ გვაქვს,

ამ სიტუაციიდან თავის დასაღწევად მიკრო სესხი გვეხმარება. არაა აუცილებელი მიხვიდეთ ბანკში, ელოდოთ საათობით, აიღოთ სესხი და იხადოთ თვეები, არც ახლობლების შეწუხებაა საჭირო, რადგან საქართველოში უკვე დიდი რაოდენობით არის ის კომპანიები, რომლებიც ონლაინ რეჟიმით გვთავაზობენ მიკრო სესხს, თქვენ მხოლოდ განაცხადის შევსება და საშუალოდ, ნახევარი საათით გიწევთ ლოდინი. მაგრამ მანამდე, სანამ მიკრო სესხით სარგებლობას გადაწყვეტთ, უნდა შეამოწმოთ თითოეული კომპანია, რომელი გვთავაზობს ყველაზე დაბალ პროცენტს, საკომისიოს, ჯარიმას, გადავადების ოდენობას და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა აირჩიოთ ის კომპანია, რომლითაც ისარგებლებთ.

 

რა არის მიკრო სესხი?

მიკრო სესხი არის იგივე სწრაფი სესხი, ან ექპრეს სესხი, რომელსაც მოკლევადიანი გადახდის პერიოდი აქვს. მიკრო სესხს გვთავაზობს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სწრაფი სესხის გამცემი კომპანიები. მიკრო სესხის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ონლაინ რეჟიმით შეგიძლიათ მისი აღება, დღის ნებისმიერ მომენტსა და ნებისმიერი ადგილიდან. არც ბანკში მისვლა გიწევთ, ლოდინი, ათასგვარი დოკუმენტის წარდგენა, არც მიზნობრიობის მითითება. არავინ მოითხოვს იმის ცოდნას თუ რაში დახარჯავთ მიღებულ თანხას

 

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ მივიღო სესხი?

რა თქმა უნდა თითოეულ კომპანიას საკუთარი პირობები აქვს, ცხადია საერთო პირობებიც რომ აქვთ, მაგრამ რა მოთხოვნებია? ამ საკითხზე პასუხს ამ პარაგრაფში იპოვით. მიკრო სესხით სარგელობისთვის საჭიროა:

  • თქვენი ასაკი წარმოადგენდეს 20 წელსა და მეტს.
  • იყოთ საქართველოს მოქალაქე და გქონდეთ პირადობა.
  • საბანკო ანგარიში, სადაც გსურთ, რომ თანხა ჩაგერიცხოთ. ძირითად შემთხვევებში, მიკრო სესხის გამცემი კომპანიები ითხოვენ მათ ანგარიშზე 1 თეთრის გადარიცხვას თქვენი ანგარიშიდან, რათა იდენტიფიცირება გაიაროთ და უზუსტობას არ ჰქონდეს ადგილი.
  • დადებითი საკრედიტო ისტორია - საქართველოში არსებობენ ისეთი კომპანიები, რომლებიც სესხს საკრედიტო ისტორიის გარეშეც გასცემენ, მაგრამ მიკრო სესხის შემთხვევაში მათი რიცხვი მცირდება და რჩებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ამ ფაქტორს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ.

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ მიკრო სესხით ვისარგებლებთ?

ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტს დაწვრილებით არ ჰქონდა წაკითხული ხელშეკრულება და ამის შემდეგ გადასახადი გაათმაგებული ჰქონდა, ამიტომ მსგავს სიტუაციებისგან თავის ასარიდებლად უმჯობესია დაწვრილებით გაეცნოთ ხელშეკრულებას, წაიკითხოთ თქვენი უფლება-მოვალეობები სესხით სარგებლობის პერიოდში. ყურადღება მიაქციეთ სესხის კალკულატორს, დაითვალეთ რა თანხის გაწევა მოგიწევთ ყოველთვიურად, დაფიქრდით შეძლებთ თუ არა ამ თანხის გადახდას, რათა რაიმე უზუსტობამ არ იჩინოს თავი და იყოთ მშვიდად. შეამოწმეთ თითოეული კომპანიის ეფექტური საპროცენტო განაკვეთები, აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი, რამდენად სანდო კომპანიაა, გადახედეთ მომხმარებლების აზრს. ჩვენი საიტი დაგეხმარებათ, ზუსტად აარჩიოთ თქვენზე მორგებული კომპანია, გაეცნოთ დეტალებს, მოთხოვნებსა და პირობებს, გაიმარტივოთ საქმე!

შემოთავაზებები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია

სესხები

მაქს. თანხა: 10000 ₾
ალმალი - შეასვე განაცხადი almal.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 54 %
მაქს. ხანგრძლივობა: 30 დღე
მაქს. თანხა: 10000 ₾
დამატებითი ინფორმაცია
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
თიბისი კრედიტი - აიღე სესხი tbccredit.ge-ზე აიღე სესხი
საპროცენტო განაკვეთი 12.25 %
მაქს. ხანგრძლივობა: 48 თვე
მაქს. თანხა: 30000.00 ₾
დამატებითი ინფორმაცია
ეთერიუმი

ეთერიუმი

ეთერიუმი

დღესდღეობით კრიპტოვალუტით მოვაჭრე ადამიანთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ციფრული ფული სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ყველაზე სტაბილურ და პოპულარულ კრიპტოვალურ...

გაგრძელება
ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი

ბიტკოინი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტაა, რომელმაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაიმკვიდრა თავისი ადგილი. აღნიშნული ვალუტით მიმდინარეობს ვაჭრო...

გაგრძელება
სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანა

დღესდღეობით სარეცხ მანქანას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. ის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ტექნიკაა ტექნიკებს შორის. სარეცხი მანქანა ამარტივებს ყოველდღიურობას და უამრავი ადამიანის ცხოვრებას.

...

გაგრძელება
ონლაინ მაღაზიების საიტები

ონლაინ მაღაზიების საიტები

დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ვითარდება. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია ონლაინ მაღაზიების წარმოქმნაზე. ონლაინ მაღაზიების საიტები ჩვეულებრივ ემსახურებიან ყიდვა-გაყიდვას, მაგრამ მხოლოდ და...

გაგრძელება