სწრაფი ონლაინ სესხები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემოთავაზებაა ფინანსურ ბაზარზე. სწორედ ამიტომ, საკრედიტო კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ უნიკალური შემოთავაზებები მიაწოდონ მომხმარებლებს, ისეთი, როგორიცაა პირველი სესხის უფასოდ მიღება. იმისათვის, რომ უკეეთ მივხვდეთ მის არსს, განვიხილოთ თუ რა მოიაზრება ‘უფასო’ სესხის ქვეშ. მსესხებელი კრედიტ კომპანიის მეშვეობით იღებს გარკვეული რაოდენობის თანხას და აბრუნებს ზუსტად იმდენივეს. ამ პირობით სარგებლობა, როგორც წესი მხოლოდ 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის აღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაფაროთ თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრევათ დამატებითი ხარჯები, ჯარიმის სახით.
სწრაფი სესხები ყველაზე მარტივი და კომფორტული საშუალებაა სასურველი თანხის მისაღებად; საჭიროა მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია და განაცხადის შევსება, რის შემდეგაც 30 წუთში, მობილურზე და ელექტრონულ მისამართზე, მიიღებთ პასუხს კრედიტის დამტკიცების შესახებ.
რა არის და როგორ ვისარგებლოთ უპროცენტო სესხით?
ზემოთ ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ უპროცენტო სესხის არსი, თუმცა მოდით მეტად დავკონკრეტდეთ და ავხსნათ, თუ რა ტიპის შემოთავაზებასთან გვაქვს საქმე. უპროცენტო სესხი საკმაოდ ახალი შეთავაზებაა საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ არ არსებობდა, მომხმარებელი კი საკრედიტო კომპანიის არჩევისას ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შედარებით ხელმძღვანელობდა. დღეისათვის, ეს მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ასაკი კი რეგულირდება ინდივიდუალურად კრედიტორი კომპანიების მიერ.
ონლაინ სესხების მოქნილობა ცალსახა უპირატესობას ანიჭებს მათ ბანკებთან შედარებით; ამასთან, საჭირო არ არის ფილიალში მისვლა და რიგში დგომა, ყველა ისეთი რუტინული პროცედურა, როგორიცაა ცნობების და ამონაწერების წარსდგენა, კრედიტის დამტკიცებასთან დაკავშირებული პასუხის ლოდინი და ა.შ. კიდევ ერთ დიდ პლიუსად გვევლინება ისიც, რომ შესაძლებელია სესხის გადახდის გადავადებაც, მცირე საფასურის სანაცვლოდ, რაც საშუალებას მოგცემთ არ გააფუჭოთ საკრედიტო ისტორია გადაუხდელობით და დაფაროთ თანხა მოგვიანებით, თქვენთვის ხელსაყრელ დროს.
როგორ გამოვიყენოთ სწრაფი სესხი ეფექტურად?
სწრაფ ონლაინ სესხებზე საუბრისას უნდა ითქვას ისიც, რომ კრედიტორი კომპანიები არ ინტერესდებიან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი თანხის მიზნობრიობით,, თუმცა ეს არ ნიშნავს სესხის სრულიად უმიზნოდ აღებას და ხარჯვას. ონლაინ სესხი მთელ რიგ შემთხვევებში საუკეთესო გამოსავალია, მაგალითად:
ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თანხა არ უნდა აიღოთ, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ გადახდისუნარიანობაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხის თანხის დაუფარავობა ნეგატიურად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე და მომავალში შესაძლოა რამდენიმე წლის მანძილზე ვეღარ ისარგებლოთ მსგავსი ტიპის სესხებით. გარდა გაფუჭებული საკრედიტო ისტორიისა, რომელშიც მონაცემები წლების განმავლობაში ინახება, შესაძლოა საქმე სასამართლომდეც მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ეს უკანასკნელი ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დასაბრუნებელი თანხის ოდენობა დიდია და კრედიტორს უღირს სამართლებრივი გზებით ვალის ამოღება, არ ღირს თანხის დროულად გადაუხდელობის გამო გარისკვა.
როგორ შევარჩიოთ სწორად საკრედიტო კომპანია?
ზემოთ უკვე ვთქვით, რომ საქართველოში ბევრი კომპანია უზრუნველყოფს კლიენტებს სწრაფი ონლაინ სესხებით და რომ კონკურენცია აიძულებს მათ მაქსიმალურად მომგებიანი პირობები შეუქნმან თითოეულ მომხმარებელს. ბუნებრივია ეს კარგია, მაგრამ არსებული მრავალფეროვნების ფონზე კლიენტისათვის რთული ხდება არჩევანის გაკეთება საკრედიტო კომპანიებსა და მათ შემოთავაზებებს შორის .
პირველ რიგში საჭიროა კომპანიის სანდოობაში დარწმუნება, რისთვისაც გირჩევთ მომხმარებელთა შეფასებებით იხელმძღვანელოთ. ამის შემდეგ გაეცანით პირობებს და შეადარეთ ისინი ერთმანეთ.
იმაში, რომ ეს პროცესი გაგიადვილდეთ Finpanda დაგეხმარებათ, რომელიც თქვენს მაგივრად შეისწავლის ფინანსურ ბაზარს, შეაფასებს არსებულ შემოთავაზებებს და დაგეხმარებათ თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტის შერჩევაში.
რატომ სთავაზობენ კომპანიები მომხმარებლებს უპროცენტო სესხებს?
უპროცენტო სესხზე საუბრისას უნებლიედ იბადება შეკითხვა, თუ რატომ გასცემენ კომპანიები მას, რაც სრულიად ლეგიტიმური და ლოგიკურია. საინტერესოა თუ რა იმალება ამ შემოთავაზების უკან, ითვალისწინებს თუ არა დამატებით, ფარულ ხარჯებს, შეგვიძლია თუ არა ვენდოთ კრედიტორ კომპანიას, რომელიც მსგავს შემოთავაზებას იძლევა და ა.შ? მოდით, უკეთ განვიხილოთ ეს საკითხი.
უპროცენტო სესხზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პირველ რიგში მარკეტინგული სვლაა, რომელიც მიმართულია ახალი კლიენტების მოძიებაზე, რაზეც ნებისმიერი კომპანიაა ორიენტირებული. ამასთან, აღნიშნულ მომსახურებას, უპროცენტო სესხს, არანაირი ფარული ხარჯი არ გააჩნია და მართლაც თქვენთვის საჭირო თანხის მიღების შემდეგ დააბრუნებთ იმავე რაოდენობას, რაც ისესხეთ.
სწორედ იმიტომ, რომ ეს შემოთავაზება ორიენტირებულია ახალი კლიენტების მოძიებისათვის, მისით სარგებლობა შეუძლებელია იმ პირისათვის, ვისაც უნდა აქვს ან ჰქონია გარკვეული რაოდენობის თანხა აღებული აღნიშნული საკრედიტო კომპანიიდან. თუმცა, ერთგულ მომხმარებლებს კომპანიები სთავაზობენ სხვადასხვა აქციას, რომელიც მიმართულია კეთილსინდისიერად გადამხდელ კლიენტებზე.
მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება საკმაოდ მიმზიდველია, მას აქვს თავისი შეზღუდვები, მაგალითად მცირე მოცულობის თანხა, რომელიც დამახასიათებელია ამ ტიპის სესხისათვის და 50-დან 300 ლარამდეა. ეს განპირობებულია კომპანიის მხრიდან თავის დაზღვევით, რადგა ახალ მომხმარებელს არ გააჩნია საკრედიტო ისტორია და მისი გადახდისუნარიანობა უცნობია; შესაბამისად, კრედიტორი მას დიდ თანხას ვერ ანდობს და სთავაზობს იმდენს, რამდენის გადახდაც რეალური იქნება ახალი მომხმარებლისათვის.
იმისათვის რომ უკეთ გაეცნოთ უპროცენტო სესხებს, საკრედიტო კომპანიების შემოთავაზებებს და პირობებს, ეწვიეთ Finpanda სადაც მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას.